![](https://sportall.ge/pictures/image5/9f72d701287f059f87d1acfd97627428.jpg)
ევროპის ჩემპიონი, 22 წლის შემტევი ჯაკომო რასპადორი "სასუოლოდან" "ნაპოლიში" გადავიდა.
"ნაპოლი" "სასუოლოს" რასპადორის ერთსეზონიან იჯარაში 5 მილიონ ევროს გადაუხდის, შემდეგ კი ვალდებულია კონტრაქტი 20+5 მილიონად გამოისყიდოს.
გასულ სეზონში სერია A-ს 36 მატჩში მან 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. იტალიის ნაკრებში მის ანგარიშზე 13 შეხვედრაში 3 გოლია.
გასულ სეზონში სერია A-ს 36 მატჩში მან 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. იტალიის ნაკრებში მის ანგარიშზე 13 შეხვედრაში 3 გოლია.
შეგახსენებთ, რასპადორის გარდა ნეაპოლურმა კლუბმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ჯოვანი სიმეონე (ვერონა) და ტანგი ნდომბელე (ტოტენჰემი) დაიმატა.