"რონალდო "ნაპოლისთვის" პრობლემა გახდება" - ამბობს ნეაპოლური გუნდის ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
ახლა ბევრი საუბრებია 37 წლის თავდამსხმელ რონალდოს "მანჩესტერიდან" "ნაპოლიში" შესაძლო გადასვლაზე. ნეაპოლური გუნდის ყოფილი მწვრთნელი ანდრეა აგოსტინელი ტრანსფერის წინააღმდეგია.

"მინდა სპალეტის მოსაზრება მოვისმინო იმასთან დაკავშირებით, გახდება თუ არა რონალდო მის კარგად შეკრულ გუნდში პრობლემა.

ზოგიერთ ფეხბურთელს უკვე დაეწყო რეგრესი. შესაძლოა, რონალდოს გოლების გატანა შეუძლია, მაგრამ საკუთარ თავზე თამაშობს. რატომ უნდა შეიქმნა პრობლემა?

თუ პორტუგალიელი "ნაპოლიში" მივა, მუდმივად უნდა ითამაშოს. დარწმუნებული ვარ, სპალეტის ის არ სურს. თუ 100 მილიონ ევროს გაძლევენ (ოსიმენი იგულისხმა), ფეხბურთელის გაყიდვაა საჭირო. მის ნაცვლად რონალდოს აყვანა აუცილებელი
არაა", - განუცხადა აგოსტინელიმ TuttoMercatoWeb-ს.

გუშინ პრემიერლიგის მე-4 ტურში "საუთჰემპტონთან" მოგებულ მატჩში პორტუგალიელი 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, Manchester Evening News-მა ყველაზე დაბალი შეფასება, 10-დან 5-იანი დაუწერა და კომენტარი დაურთო: "არავითრი მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, თამაშგარეში ხვდებოდა".

ჩემპიონატის პირველ ოთხ ტურში მას საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერც მესიმ და ვერც ამან ღირსეულად ვერ შეძლეს კარიერის დასრულება, როგორც უმაღლეს პროფესიონალებს შეეფერებათ. სუარესი ამათზე ნაკლები ფეხბურთელი იყო, მაგრამ ღირსეული ნაბიჯი გადადგა!
ასეა ეს!
12:13 29-08-2022
1
ეხლა წავიკითხე გაძეტა დელო სპორტში რომ რონალდუს გადასვლა ნაპოლიში თითქმის გადაწყვეტილია ! ნაპოლი რონალდუს 1 წლიანი იჯარით წაიყვანს და თანაც რონალდუს მთლიან ხელფასს მანჩესტერი გადაიხდის ! ოსიმენი კი მანჩესტერში გადადის 100 მილიონ ევროდ
zura222
21:37 28-08-2022
2

სიახლეები პოპულარული