რონალდო "ნაპოლიში" გადასვლას უკადრისობს - "მანჩესტერის" ფეხბურთელები მისი შესაძლო წასვლით გახარებულები არიან

AutoSharing Option
CBS Sports-ის ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი იტყობინება, რომ "მანჩესტერის" თავდამსხმელ რონალდოს "ნაპოლიში" სრულფასოვანი ტრანსფერი გამორიცხულია.

კრიშტიანო ნეაპოლურ გუნდში შეიძლება მხოლოდ იჯარით გადავიდეს, თუმცა ეს ვარიანტიც არ ხიბლავს და ამისათვის მისი დარწმუნებაა საჭირო - "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის მიღება პორტუგალიელისთვის საკმარისი არ არის.

ESPN-ის ცნობით, "იუნაიტედის" ფეხბურთელთა უმეტესობა რონალდოს კლუბიდან შესაძლო წასვლის გამო გახარებულია, რადგან მას პრობლემურ ადამიანად მიიჩნევენ. ის იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ "მანჩესტერში" დაბრუნება წარმატებული არ გამოუვიდა და რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა, "ნაპოლის" გარდა, მისი სამსახურით ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე არც
ერთი გუნდი არ დაინტერესდა.

მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მზადაა რონალდო გაუშვას, მაგრამ კლუბის მფლობელი გლეიზერები ტრანსფერის წინააღმდეგი არიან.

Italia Uno-ს ეთერში "იუვენტუსის" ყოფილმა ნახევარმცველმა მასიმო მაურომ თქვა, რომ ერთხელ კრიშტიანომ გასახდელში ფედერიკო კიეზას ხელი გაარტყა და ამიტომ პირლომ თავის ბოლო მატჩში არ ათამაშა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თუთაშხიას, დათა სამართლიანი კაცი იყო შენგან განსხვავებით,დიდი ამბიციური კი ყოფილხარ საკუთარ თავზე რომ მიგიწერია, მხოლოდ ამბიციები როდი შველის,არამგონია პსჟ თამაშებს უყურებდე, სხვა შემთხვევაში არ დაწერდი მსგავს სისულელეს, მას ჯერ კიდევ შეუძლია 2 სეზონი ევროპაში ითამაშოს, მერე კი წავა თავისით, რონალდუსგან განსხვავებით.
ლუკა
23:03 09-09-2022
0
მესი რონისთან შედარებით თამაშობს, და ითამაშებს კიდევ 2 წელი, სამწუხაროდ რონალდუ 38 ისაა და მოქმედებს ასაკი, მესი კი 35 წლისაა, განსხვავება კიდევ ისაა მათ შორის რომ, რონი ვერ ეგუება რომ მისი კარიერის დასასრული მოდის, ცოტა არ იყოს ეგოისტური მომენტია აქვს, ეს ისედაც ქონდა მას კარიერაში, მესი იგივე შემთხვევაში წავა ევროპიდან და ითამაშებს ამარეკაში.ვინც უყურებს პსჟ ს თამაშებს ის გუნდში ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და გოლების უდიდესი ნაწილი მისი დამსახურებაა, რასაც ვერ ვიტყვით რონიზე. სპორტინგი მისთვის იდეალური ვარიანტი იყო სანამ მანჩესტერში გადავიდოდა, კარერასაც ლამაზად დაამთავრებდა იქ სადაც ფეხი აიდგა. ეხლა უკვე სპორტინგსაც აღარ უნდა მისი ხასიათის და მოთხოვნების გამო. უნდა შეეგუოს რომ 38 წლისაა და ის ვერ იქნება რაც იყო ამიტომ მოთხოვნა მასზე უფროდაუფრო შემცირდება, ლამაზად უნდა წავიდეს უდიდესი ფეხბურთელი სანამ გეტყვიან რომ უნდა წახვიდე.
Luka
22:46 09-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული