"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა რონალდოს შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი

AutoSharing Option
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ კრიშტიანო რონალდოს შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი.

როგორც ის ამბობს, პორტუგალიელი ვარსკვლავი იტალიურ კლუბში არ გადავა:

"რონალდო არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან ბევრ კომპლიმენტს იმსახურებს, მაგრამ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩვენ მისდამი ინტერესი გვქონდა, სიცრუეა", - ამბობს ჯუნტოლი.

აქვე გეტყვით, რომ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა გუშინ თქვა, რომ კრიშტიანო მინიმუმ იანვრამდე "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მემგონი ის გიჟი ოსიმენი თუ გადავა მანჩესტერში, უკვე მაგითი მეტი ვარიანტები ექნება ხვიჩას შეტევაში, რონალდოც თუ გადმოვიდა, ალბათ კარგი იქნება, ცოტა მოშორდება ეს გადამეტებული მოლოდინები და თავისუფლად ითამაშებს უფრო
კაპიტან გარდენბურგი
01:34 02-09-2022
1
რა ვიცი რააა ამასობაში "მარკა" წერს რომ ნაპოლიმ ფანჯრის ბოლო დღეს მიმართა რონალდუს წინადადებითო ! რომელს უნდა დავუჯეროთ ? მე მაინც მგონია რომ ნაპოლისთვისაც და განსაკუთრებით ხვიჩასთვის კარგი იქნებოდა რონალდუს გადასცლა --ხვიჩა თავის კუმირტან მაგარ წყვილს შექმნიდა !
zura222
16:41 01-09-2022
0

სიახლეები პოპულარული