"ადრე მათი თამაშის ყურება საინტერესო იყო, დღეს რაღაც განსაკუთრებულია, მათზე უკეთ ევროპაში ვერავინ თამაშობს" - "ნაპოლისა" და "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"აიაქსისა" და "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა რუდ კროლმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ევროპაში "ნაპოლიზე" უკეთეს ფეხბურთს არც ერთი არ თამაშობს.

შეგახსენებთ, ეს გუნდები დღეს, 4 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

"ეს ამაღელვებელი მატჩი იქნება. ცხადია, იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე ვიქნები, თუმცა არ მკითხოთ, მხარს რომელს დავუჭერ. ვაპირებ თამაშს ნეიტრალური გულშემატკივრის სტატუსით ვუყურო. სიმართლე გითხრათ, როდესაც საქმე ამსტერდამულ გუნდს ეხება, მსგავსი რამ ხშირად არ ხდება.

მომწონს "პარტენოპეი", ისინი ყოველკვირეულად თავიანთ სიმტკიცეს ამტკიცებენ, რაც ამ ზაფხულს გაკეთებული ტრანსფერებიდან რთულად დასანახი იყო.
ვუყურებ სერია A-ს თამაშებს, სხვა ჩემპიონატებსაც და შემიძლია გითხრათ, რომ დღეს "ნაპოლიზე" უკეთეს ფეხბურთს ევროპაში არც ერთი გუნდი არ თამაშობს. წარსულში მათი ყურება საინტერესო იყო, დღეს კი რაღაც განსაკუთრებულია. მსგავსი გამარჯვებულის მენტალიტეტი ჯერ არ მინახავს" - განუცხადა კროლმა La Gazzetta dello Sport-ს.

შეგახსენებთ, იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფს 2-დან 2 მოგებული შეხვედრით ლიდერობს, საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში კი ბერგამოს "ატალანტასთან" ერთად პირველ-მეორე ადგილს იყოფს (გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით ლუჩანო სპალეტის გუნდი პირველ პოზიციაზეა).

მომზადებულია tribalfootball-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
მართლა ისეთი გუნდია, სრულიად ნეიტრალურმა ადამიანმა რო უყუროს აღფრთოვანდება ან შეიძლება წლების მერე დღევანდელი ბავშვები რო გაიზრდებიან, თქვან იმ ნაპოლიმ დამაწყებინა ფეხბურთის ყურებაო... რაღაცა განსაკუთრებულის მომსწრეები ვართ ვგრძნობ და ჯერ ბოლომდე ვერ ვიაზრებთ რომ ამ ყველაფრის უბრალოდ მონაწილე კიარა, მთავარი ფაქტორია ჩვენი ოქრო
რა მაფიაა?
04 ოქტომბერი 2022 14:52
0
რუუდ კროლის ამ განცხადებას რაღა უნდა დაამატო?
ამიტომ: ფორცა ხვიჩა, კვარა კოჩი, შენ ხარ ქართველების ყოჩი!
ვაჟა მასწავლებელი
04 ოქტომბერი 2022 13:30
4
რუდი კროლი, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იმ ჰოლანდიის ნაკრებიდან, ეგეთი ცენტრალური მცველი არ მახსენდება, ეგ და ავსტრიელი ბრუნო პეცაი. ჩივაძე ცალკე თემაა.
04 ოქტომბერი 2022 12:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული