იტალიური გამოცემის ცნობით, "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მექსიკელის შეძენას 2022 წლის მუნდიალის შემდეგ შეეცდებიან. "პარტენოპეი" 27 წლის შემტევის გაყიდვის წინააღმდეგია, თუმცა ლოსანოს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ აურელიო დე ლაურენტისი "ჩაკის" უფასოდ გაშვებას არ მოისურვებს.
ლოსანო "ნაპოლის" 2019 წელს, პსვ-დან შეუერთდა, ნეაპოლელთა რიგებში ჯამში 125 შეხვედრა ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი მიითვალა.
ხვიჩა "ნაპოლის" შეტევაში მთავარი ძალა იქნება? - ლოსანოს "ბარსას" უკავშირებენ