ლოსანო "ნაპოლის" ტოვებს? - იანვარში მექსიკელის შეძენას 2 ინგლისური გუნდი შეეცდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბმა ირვინ ლოსანომ, შესაძლოა იანვარში "ნაპოლი" დატოვოს, ამის შესახებ ინფორმაციას Sportmediaset-ი ავრცელებს.

იტალიური გამოცემის ცნობით, "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მექსიკელის შეძენას 2022 წლის მუნდიალის შემდეგ შეეცდებიან. "პარტენოპეი" 27 წლის შემტევის გაყიდვის წინააღმდეგია, თუმცა ლოსანოს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ აურელიო დე ლაურენტისი "ჩაკის" უფასოდ გაშვებას არ მოისურვებს.

ლოსანო "ნაპოლის" 2019 წელს, პსვ-დან შეუერთდა, ნეაპოლელთა რიგებში ჯამში 125 შეხვედრა ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი მიითვალა.

altხვიჩა "ნაპოლის" შეტევაში მთავარი ძალა იქნება? - ლოსანოს "ბარსას" უკავშირებენ

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხვიჩა ამას 30 თამაშში დაეწევა გოლს+პასებში DD
zura222
16:56 30-11-2022
0
მანჩესტერი და ლივერი თუ ამაზე ჩალიჩობენ, კვარას ალბათ პლანეტათაშორისი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული თუ წაიყვანს :D
ლადო
02:16 17-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული