იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში "მილანი" ვერონის "ჰელას" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
"როსონერი" მე-9 წუთზე მიგელ ველოსოს ავტოგოლით დაწინაურდა. კორაი გუნტერმა ანგარიში მე-19 წუთზე გაათანაბრა.
ეს ანგარიში დიდხანს აღარ შეცვლილა, საბოლოო შედეგი კი სანდრო ტონალიმ 81-ე წუთზე დააფიქსირა.
ასე და ამგვარად, "მილანი" 23 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 22 ოქტომბერს, "მონცას" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ვერონა" 5 ქულით მე-18 პოზიციაზეა, 24 ოქტომბერს კი "სასუოლოს" ესტუმრება.