"ეს იყო გულის, სულისა და გონების გამარჯვება" - მოურინიომ შეგირდები შეაქო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში "რომა" "სამპდორიას" ესტუმრა და მე-9 წუთზე ლორენცო პელეგრინის ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით 1:0 დაამარცხა.

გამარჯვებით გახარებულმა ჟოზე მოურინიომ საკუთარი შეგირდები შეაქო:

"შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩვენ ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც ბურთისთვის ნებისმიერ მონაკვეთში იბრძოდა. დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ და გახარებული ვარ. ტრავმებისა და სხვა პრობლემების მიუხედავად, მაინც გავიმარჯვეთ. ეს არის გულის, სულისა და გონების მოგება. ვიღაც იტყვის, რომ "სამპდორიას" დამარცხება "ინტერის" დამარცხებას არ ჰგავს, თუმცა "ნერაძურისთან" მოგების შემდეგ მილანურმა გუნდმა "ბარსელონას" მოუგო. ვიცოდი, რომ ძანიოლოს შეცვლა იმუშავებდა. როდესაც
ნიკოლო მატჩის ბოლოს შემყავს, შეუჩერებელია".

ამ მოგებით დედაქალაქურმა გუნდმა თავი 22 ქულას მოუყარა და მე-4 ადგილზე გადავიდა, შემდეგ შეხვედრას კი 23 ოქტომბერს "ნაპოლისთან" გამართავს.

თავის მხრივ, "სამპდორია" 3 ქულით ბოლო, მე-20 პოზიციაზეა, 24 ოქტომბერს "კრემონენსეს" ესტუმრება, ამ მატჩამდე კი, 20 ოქტომბერს, კოპა იტალიის ეგიდით "ასკოლის" უმასპინძლებს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 3 /
ნაპოლის" წარუმატებლობის 95%, მწვრთვნელის ბრალია. ამ გუნდისთვის ეს მწვრთვნელი არ ვარგა. გუნდი ვერ დაუწყვია, ტაქტიკა არ გააჩნია. უქჩურ ფეხბურთსაც ვერ თამაშობენ. ერთ წელიწადში გუნდის ასე გარდასახვა წარმოუდგენელია.
სიმართლე.
20:02 25-12-2023
0
ხვიჩას შეჩერებას 2 მცველი ვერ ახერხებდა და მესამეს დამატება ხდებოდა საჭირო და ყველაზე საინტერესი იყო როდესაც ერთ თამაშში ორივე მთავარმა მწვრთნელმა მიიღო ყვითელი ბარათი ხვიჩასთან უხეში თამაშისათვის გამოთქმული უკმაყოფილების გამო.
1.2.3.4.5.6.
10:45 24-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული