"ნაპოლის" დაუმსახურებელ გამარჯვებას ვულოცავ" - მოურინიო მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
სერია A-ს ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "რომამ" "ნაპოლის" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ არბიტრები გააკრიტიკა, ირვინ ლოსანოს კი სიმულანტი უწოდა:

"რთული მატჩი იყო. მეორე ტაიმში შეხვედრის ტემპი ვეღარ გავაკონტროლეთ, რადგან დაღლილები ვიყავით და სათადარიგოთა სკამზე დიდი არჩევანი არ მქონდა. არ მინდა, მსაჯზე ზედმეტად ვისაუბრო, ნამდვილად კარგი, გაწონასწორებული ადამიანია, თუმცა მისი გარკვეული გადაწყვეტილებები არ მომეწონა.

ლეონარდო სპინაცოლა მეურვეობდა ბიჭს, რომელიც მუდმივად მინდორზე იწვა. რა ჰქვია მას? - ირვინ ლოსანო. "ნაპოლიმ" ჩვენი გადაღლით ისარგებლა და 65-ე წუთის შემდეგ უპირატესობას დაეუფლა.
შედეგით იმედგაცრუებული ვარ.

"ნაპოლის" ვულოცავ, მიუხედავად იმისა, რომ დაუმსახურებლად გაიმარჯვა, ხოლო ჩემს გუნდს დაუმსახურებელ წაგებას ვულოცავ".

"პარტენოპეი" 29 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "მილანს" 3 ქულით უსწრებს და 29 ოქტომბერს ჩემპიონატზე "სასუოლოს" უმასპინძლებს. "რომა" კი 22 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. ჟოზე მოურინიოს გუნდი სერია A-ს მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს "ვერონას" წინააღმდეგ გამართავს.

altმოურინიოს კვარაცხელიაზე ნათქვამის შემდეგ, ნეაპოლელი ჟურნალისტი შეშფოთებულია

alt"რას დავუპირისპირებ ხვიჩას? ახლოს თუ ჩამივლის, ფეხს დავუდებ" - მოურინიო ხვიჩაზე


მკითხველის კომენტარები / 37 /
ამაზე რომ იტყვიან კიდე მაგარი მწვრთნელიაო. მაგარი მწვრთნელი კი არა, ანტიფეხბურთის მქადაგებელი და ბოღმა ტიპია.
თომა
03:15 24-10-2022
1
დააკვირდით,ნოლით ნოლზე აბრაჰამი რომ შეცვალეს,ერთი საათი მოსეირნობდა ,გეგონება 3:0 ს იგებდნენ , როცა იგივე სიტუაციაში ზელინსკი და ლოზანო ორ წამში გადავიდნენ საპირისპირო მხარეს პირხაზ იქით ,რომ დრო არ დაეკარგათ გასვლისას. როცა რომას წარმოადგენ და სტადიოლიმპიკოზე თავიდანვე ფრეზე თამაშობ,ვისაც არ უნდა ხვდებოდე,ზუსტად წაგების ღირსი ხარ. ღირსეულმა გაიმარჯვა.
დავითი
03:41 24-10-2022
0

სიახლეები პოპულარული