მარადონას "ნაპოლის" რეკორდი განმეორებულია! - "რეინჯერსთან" "კვარას" და მის თანაგუნდელებს ისტორიის გადაწერის შანსი ექნებათ

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე ვიქტორ ოსიმენის გოლით "რომას" 1:0 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდს ყველა ტურნირზე უკვე ზედიზედ მე-11 მოგება მოუგროვდა, რითაც კლუბის რეკორდი გაიმეორა.

მსგავსი შედეგი ნეაპოლელებს 1986 წელს ჰქონდათ, როდესაც კლუბში ლეგენდარული დიეგო მარადონა თამაშობდა.

თუ კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები 26 ოქტომბერს, საშინაო ასპარეზზე, ჩემპიონთა ლიგაზე, "რეინჯერსს" დაამარცხებენ, ისინი "ნაპოლის" ყველა დროის რეკორდს დაამყარებენ ზედიზედ მოგებული თამაშებით. 

მოგეხსენებათ, სპალეტის გუნდი ლიგის ჯგუფიდან გასულია, სერია A-ში კი უახლოეს მდევარ "მილანს" 3 ქულით უსწრებს. 

alt

ულამაზესი გარემო "სტადიო ოლიმპიკოზე" - "ნაპოლისა" და "რომას" მატჩის ფოტოგალერეა

alt"კვარა", ეს ულამაზესია! საკუთარ მოედანზე კარსდროპი შეარცხვინა - ხვიჩას ბრწყინვალე მოქმედება "რომასთან" ინტერნეტს იპყრობს [VIDEO]

altბადრი კვარაცხელია ხვიჩაზე - "კი არ გაამართლა, დაამტკიცა, რაც შეუძლია"

altCorriere dello sport: ფენომენმა ქართველმა ღირსეული ჟესტისთვის "ოლიმპიკოზე" აპლოდისმენტები დაიმსახურა

alt"ნაპოლის" დაუმსახურებელ გამარჯვებას ვულოცავ" - მოურინიო მატჩის შემდეგ

altაქტიური კვარაცხელია - "ნაპოლიმ" "ოლიმპიკოზე" გაიმარჯვა და ლიდერობა განიმტკიცა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
კი ოსიმენმა მოიგო ვიტყვით მართლა ამ ჯაჯგურ თამაში საჭირო და მაგარი ბურთი გაიტანა. მაგრამ მხოლოდ ფეხბურთში გაურკვეველი ვერ დაინახავდა იმ შეჯგუფებას რაც ხშირად ხვიჩას მხარეს ხდებოდა. მაგარი მომენტი თვითონ შეიქმნა ხვიჩამ, მაგრამ რატო დაგავიწყდათ ის მომენტი გაეტანომ პასი რომ არ გაუკეთა მარტო მდგარ ხვიჩას? ოსიმენმაც კი ანიშნა გაეტანოს პასი გაეკეთებინა, ისეთ კსრგ პოზიციაში მეკარე იქნებოდა მხოლოდ მის წინ. პ.ს. გოლა. გე-ს მაგ ინციდენტს ნუ წარმოადგენ როგორც ქართულ დროშასთან ან ქართველებთან დაპირისპირებას. ეგ რომას და ნაპოლის ფანრბის დაპირისპირებაა. იტალიაში ფანების დაპირისპირება ადრე ხშირად მსხვერპლით მთავრდებოდა. ამაზე ფილმშიც მაქვს ნანსხი და წაკითხულიც ბევრჯერ.
G.LA
14:38 25-10-2022
2
დაპირისპირება ქართველ და რომაელ გულშემატკივრებს შორის - მიზეზი საქართველოს დროშა გახდა

ქართველი გულშემატკივრების ადგილები "რომას"

ფან-სექტორთან საკმაოდ ახლოს იყო. სტიუარდებმა კი მათ საქართველოს დროშის სტადიონზე შეტანა აუკრძალეს და მიზეზად ის უთხრეს, რომ ქართული დროშა კვარაცხელიასთან და "ნაპოლისთან" ასოცირდებოდა და პროვოკაცია იყო.

საბოლოოდ, ქართველებმა დროშა მაინც შეიტანეს იმ პირობით, რომ არ ააფრიალებდნენ და დაკეცილი ექნებოდათ.

ოსიმენის გოლის დროს, ქართველმა ქალბატონმა ემოციები მაინც ვერ შეიკავა და ქართული დროშა ააფრიალა, უკნიდან კი რომაელმა ქომაგმა დროშა წაართვა და მოუწოდა, მსგავსი რამ აღარ გაეკეთებინა.

ამ ყველაფერს ქართველ და რომაელ გულშემატკივრებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რომელიც საბოლოოდ დაცვამ გაანეიტრალა

---

დადეთ აქ ეს ინფო თქვენ ჯერ კიდე არ იცით რა ნაბ*ზრები არიან
goal.ge
08:27 25-10-2022
0

სიახლეები პოპულარული