კანავარო წავიდა, მაგრამ... - ლეგენდარულ იტალიელს ნდობა გამოუცხადეს

AutoSharing Option
იტალიის სერია B-ს ბინადარი "ბენევენტოს" მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კანავარომ გადადგომაზე განცხადება დაწერა, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობამ ის არ დაუკმაყოფილა.

ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა ზემოთ აღნიშნული გუნდი სექტემბერში ჩაიბარა, თუმცა აშკარად ცუდი შედეგები ჰქონდა, რადგან 4 ტურში მხოლოდ 2 ქულა მოაგროვა.

კანავარომ თქვა, რომ ამ გუნდის სპორტული დირექტორი პასკუალე ფოჯია არა მარტო დირექტორია, არამედ მისი ახლო მეგობარიცაა; მოთამაშეები მისმენენ, ბევრ შეცდომას უშვებენ და მოედანზე დავალებები ვერ გადააქვთო. 

ფაბიომ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და გადადგა, თუმცა პრეზიდენტმა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა, რაზეც კანავა
რომ თქვა, რომ ეს დიდი ნდობაა და ბევრს იმუშავებენ, რომ ეს იმედები გაამართლონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული