სერია A-ში 15 ტურის შემდეგ მეორეადგილოსანი "მილანი" ლიდერ "ნაპოლის" 8 ქულით ჩამორჩება. "როსონერის" ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ სკუდეტოსთვის ბრძოლაზე ისაუბრა.
"ნაპოლისთან" შეხვედრები კარგად მახსოვს, ეს იტალიური ფეხბურთის შესანიშნავი დროება იყო. "მილანს" ჩინებული გუნდი, მათ კი მარადონა და სხვა დიდი ჩემპიონები ჰყავდათ. ეს ჩვენთვის 25-წლიანი წარმატების დასაწყისი გახლდათ და ახლა ერთმანეთს კვლავ ვუპირისპირდებით.
ამ სეზონში მათ ყველა გუნდი დაჯაბნეს. დროის ამ პერიოდის მიხედვით ჩვენ გასულ სეზონთან შედარებით მხოლოდ 2 ქულით ნაკლები გვაქვს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გავედით, მაგრამ ნეაპოლელებს მაინც 8 ქულით ჩამოვრჩებით.
სეზონის საოცარი პირველი ნახევარი ჩაატარეს.
ეს მათი დიდი დამსახურებაა. ვიცით, დანებება არ შეიძლება. ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახავთ, რა გამოვა. ყველაფერი მათ ხელშია. დიდი უპირატესობა გააჩნიათ, მაგრამ ჩემპიონატი ძალიან ხანგრძლივია", - ციტირებს მალდინის Calciomercato.