"მილანისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა მარსელ დესაიმ, "გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში "ნაპოლის" სასკუდეტო შანსები მიზერულად შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე კითხვას, ფაქტობრივად, თავი აარიდა.
"მე ნეაპოლელთა სათამაშო ენერგია მომწონს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ფსიქოლოგიურად ბოლომდე გაუძლონ. ამის უნარი არ გააჩნიათ. "ნაპოლი" ჩამოინგრევა. "იუვენტუსს" და "მილანს" შეუძლიათ ამით ისარგებლონ", - განაცხადა დესაიმ.
შემდეგ ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა - კვარაცხელიას, ვლაჰოვიჩისა და ლაუტაროს შორის, რომელს შეუძლია ჩემპიონი გახდეს.
"ეს ლაუტაროს შეუძლია. ძალიან მომწონს ვლაჰოვიჩი, მაგრამ მართლა სურს საუკეთესო
გახდეს? მბაპემ და ჰოლანმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ, ვლაჰოვიჩი კი ინტენსივობის მხრივ ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, მას აქვს თავი, ფეხები და ტალანტი საიმისოდ, რათა თავისი ეპოქის ვან ბასტენი გახდეს", - უპასუხა დესაიმ.
სერია A-ში 15 ტურის შემდეგ "ნაპოლის" "მილანი" 8, ხოლო "იუვენტუსი" 10 ქულით ჩამორჩება.
როგორ მოახერხა ამან იმდენი, ფეხბურთს და ფეხბურთელებს ამის მეტად თუ არ იცნობდა? :)