მარსელ დესაი: "ნაპოლი" ჩამოინგრევა - კვარაცხელია?

AutoSharing Option
"მილანისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა მარსელ დესაიმ, "გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში "ნაპოლის" სასკუდეტო შანსები მიზერულად შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე კითხვას, ფაქტობრივად, თავი აარიდა.

"მე ნეაპოლელთა სათამაშო ენერგია მომწონს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ფსიქოლოგიურად ბოლომდე გაუძლონ. ამის უნარი არ გააჩნიათ. "ნაპოლი" ჩამოინგრევა. "იუვენტუსს" და "მილანს" შეუძლიათ ამით ისარგებლონ", - განაცხადა დესაიმ.

შემდეგ ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა - კვარაცხელიას, ვლაჰოვიჩისა და ლაუტაროს შორის, რომელს შეუძლია ჩემპიონი გახდეს.

"ეს ლაუტაროს შეუძლია. ძალიან მომწონს ვლაჰოვიჩი, მაგრამ მართლა სურს საუკეთესო
გახდეს? მბაპემ და ჰოლანმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ, ვლაჰოვიჩი კი ინტენსივობის მხრივ ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, მას აქვს თავი, ფეხები და ტალანტი საიმისოდ, რათა თავისი ეპოქის ვან ბასტენი გახდეს", - უპასუხა დესაიმ.

სერია A-ში 15 ტურის შემდეგ "ნაპოლის" "მილანი" 8, ხოლო "იუვენტუსი" 10 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 32 /
მილანის ფეხბურთელი სხვანაირად არც იტყოდა,იმედია ისევე გააგრძელებს ნაპოლი
ჯაბა
04 დეკემბერი 2022 14:02
0
იმედია ნაპოლისთვის ყველაფერი კარგად დასრულდება და იზეიმებს სკუდეტოს.
ნიკო
30 ნოემბერი 2022 14:23
0
ხვიჩა გახდება იტალიის ჩემპიონი.ასევე გახდება ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი.(დღევანდელი პოტენციალისა და მდგომარეობის მიხედვით).
გია აფრიდონიძე
29 ნოემბერი 2022 14:03
3
დესაიმ თუ თქვა,წყალი არ გაუვა... ჩვენს რომას,გოცირიძეს,უფრო ესმის ფეხბურთი, ვიდრე ამ კვერცხს[თუმცა,ნამდვილად კარგი ფეხბურთელი იყო].ორიგინალურობენ ტიპები,მაგრამ,კარგად დააკვირდნენ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს და აღიარონ,რომელიმე თუ მოვა ხვიჩასთან ახლოს... ასე რომ,დესაიმ და აქაურმა დესაიებმაც საკუთარ შავ-თეთრ ტაკუცუნებს მიხედეთ.
zurab gotua
29 ნოემბერი 2022 12:02
0
მილანი პირველ გადამწყვეტ თამაშში უკვე ჩამოანგრია ხვიჩამ, ლაუტაროს ჯერი იანვარშია...
jjj
29 ნოემბერი 2022 02:09
0
ერთმა დესაიმ თქვა ვერაო, სამაგიეროდ ამდენმა ვარსკვლავმა ფეხბურთელმა თუ მწვრთნელმა და ექსპერტებმა კიო. კარგი დავინახოთ. ცუდი რად გვინდა? რაღა გამოვა? გამოვიდა და ეგაა. ეგენი ვინ არიან არ ვიცი და ხვიჩა უკვე ვარსკვლავია
რეზო
28 ნოემბერი 2022 20:57
0
რა დაგემართათ ხალხო, ეგ მილანელია და მილანს ქომაგობს. რაც შეეხება ჩვენს ბრილიანტს, უამრავი ფეხბურთელი ყოფილა, თავიდან მაგრად რომ გაიბრწყინა, მაგრამ მერე ჩაქრა. ხოდა ამასაც ეტყობა მაგის იმედი აქვს. ილაპარაკოს, ბოლოში რაც იქნება ჩვენ ხომ კარგად ვიცით.
ლევანი
28 ნოემბერი 2022 17:47
0
მარსელ! ევა დაბერდა თუ ისევ ხოდზეა? მიხედე სხვა საქმეს და ნაპოლი მიხედავს თავის თავს
ირაკლი ვარძიელი
28 ნოემბერი 2022 17:31
1
ხოდზეა ბრაატ. გცალია შენ დღეს?
მარსელ დესაი
29 ნოემბერი 2022 18:37
0
ჩამონგრევა იყო, თუ იყო, როცა მილანი ჩამოინგრა და 20 წელი ფეხზე ვერ დადგა
დესაი შე გნიდა
28 ნოემბერი 2022 14:09
0
მილანის ყოფილი მცველია და ეს ალაპარაკებს, იბჟუტუროს, რა გინდათ ?
ქიტესა
28 ნოემბერი 2022 14:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული