მარსელ დესაი: "ნაპოლი" ჩამოინგრევა - კვარაცხელია?

AutoSharing Option
"მილანისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა მარსელ დესაიმ, "გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში "ნაპოლის" სასკუდეტო შანსები მიზერულად შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე კითხვას, ფაქტობრივად, თავი აარიდა.

"მე ნეაპოლელთა სათამაშო ენერგია მომწონს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ფსიქოლოგიურად ბოლომდე გაუძლონ. ამის უნარი არ გააჩნიათ. "ნაპოლი" ჩამოინგრევა. "იუვენტუსს" და "მილანს" შეუძლიათ ამით ისარგებლონ", - განაცხადა დესაიმ.

შემდეგ ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა - კვარაცხელიას, ვლაჰოვიჩისა და ლაუტაროს შორის, რომელს შეუძლია ჩემპიონი გახდეს.

"ეს ლაუტაროს შეუძლია. ძალიან მომწონს ვლაჰოვიჩი, მაგრამ მართლა სურს საუკეთესო
გახდეს? მბაპემ და ჰოლანმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ, ვლაჰოვიჩი კი ინტენსივობის მხრივ ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, მას აქვს თავი, ფეხები და ტალანტი საიმისოდ, რათა თავისი ეპოქის ვან ბასტენი გახდეს", - უპასუხა დესაიმ.

სერია A-ში 15 ტურის შემდეგ "ნაპოლის" "მილანი" 8, ხოლო "იუვენტუსი" 10 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 32 /
მილანის ფეხბურთელი სხვანაირად არც იტყოდა,იმედია ისევე გააგრძელებს ნაპოლი
ჯაბა
14:02 04-12-2022
0
იმედია ნაპოლისთვის ყველაფერი კარგად დასრულდება და იზეიმებს სკუდეტოს.
ნიკო
14:23 30-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული