მორიგი დიდი სკანდალი იტალიაში - "იუვენტუსს" სერია A-დან კიდევ ერთხელ დააქვეითებენ?

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ში შესაძლოა, მორიგი დიდი საფეხბურთო სკანდალი მოხდეს. ტურინის პროკურატურამ "იუვენტუსის" ყოფილ პრეზიდენტ ანდრე ანიელის წინააღმდეგ და სხვა ფინანსური თაღლითობების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"ვეკია სენიორას" საქმიანობაზე გამოძიებას აწარმოებს უეფაც, რომელსაც ეჭვი ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევაზე აქვს. 

იტალიური პრესის ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა ეჭვმიტანილია, რომ მათ გააკეთეს არასწორი ფინანსური მონაცემები, გააყალბეს და გაზარდეს ფეხბურთელების ფასები, ასევე გაკეთდა ყალბი დეკლარაციები. ამან მოახდინა ბაზრის მანიპულირება, ეს ყველაფერი კი ხელს უშლიდა აუდიტის კონტროლს.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ "იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ანდრე ანიელი
გადადგა, მასთან ერთად კი - ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი, გენერალური მენეჯერი მაურიციო არივაბენე და საბჭოს კიდევ 7 წევრი, ეს ყველაფერი კი სწორედ ამ გამოძიებას უკავშირდება.

სპორტული ადოვკატი მატია გრასანი La Respublica-ს ეუბნება, რომ ამ ამბავმა შეიძლება უფრო დიდი სკანდალი ჰპოვოს, ვიდრე ეს კალჩოპოლი იყო.

"ეს არის ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოძიება, რაც "იუვენტუსის" წინააღმდეგ როდისმე უწარმოებიათ. შესაძლოა, ეს ამბავი უფრო სერიოზული გამოდგეს, ვიდრე ეს 2006 წელს მომხდარი კალჩოპოლია.

საფონდო ბირჟა, კორპორატიული და სპორტული წესები მოიცავს რიგ უკანონო ქმედებებს. "იუვენტუსს" ემუქრება არა მხოლოდ ჯარიმით დასჯა, არამედ კანონით შესაძლოა, გამოიწვიოს ჩემპიონატიდან გარიცხვა და დაქვეითება", - ამბობს გრასანი.

იტალიურ პრესაში იწერება, რომ გამოძიება, დიდი ალბათობით, 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე დასრულდება.

alt"იუვენტუსში" დიდი ცვლილებებია - ანიელისთან და ნედვედთან ერთად, კიდევ 7 ადამიანი წავიდა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ვიცი, მათი ფანები ნაპოლსა და კვარაცხელიას ემუქრებოდნენ და აკრიტიკებდნენ. ითამაშონ აწი ჩოხატაურის "ბახმაროსთან".
ზურაბი
13:12 07-12-2022
10
პსჟ რომ არღვევს ყოველ წელს ფინანსურ ფეირ ფლეის იმაზე რატო არ აქვს პრეტენზია უეფას???
მურთო
11:48 07-12-2022
5

სიახლეები პოპულარული