"ნაპოლი" მაროკოს ნაკრების ნახევარმცველის შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "ნაპოლი" მაროკოს ნაკრებისა და "ანჟეს" 22 წლის ნახევარმცველ აზედინ უნაის გადაბირებას ცდილობს.

უნაის სამსახურით ტოპ-კლუბები მისი მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ დაინტერესდნენ და მათ შორის ფავორიტი "ნაპოლია". ფრანგული კლუბი ტრანსფერში დაახლოებით 20 მილიონ ევროს მოითხოვს.

უნაის "ანჟესთნ" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ეს კლუბი აგრეთვე მაროკოს ეროვნული გუნდის კიდევ ერთი შემტევის, სოფიან ბუფალის გაყიდვას აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული