მანჩინი: ვინ მოიგებს სკუდეტოს? - "ნაპოლი" განსაკუთრებულ ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაშია

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის გამო გამოწვეული პაუზის შემდეგ "ნაპოლი" სერია A-ს განახლებისთვის ემზადება. 4 იანვარს ნეაპოლური გუნდი სტუმრად "ინტერს" შეხვდება. მათი საჩემპიონო შანსები იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ შეაფასა.

"ვინ მოიგებს სკუდეტოს? ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია, მით უმეტეს, 50-დღიანზე მეტი პაუზის მერე, მაგრამ "ნაპოლის" კარგი შანსები აქვს: რვაქულიანი უპირატესობა და გამოცდილი გუნდი, რომელსაც ორი-სამი ძლიერი მოთამაშე დაემატა.

ნეაპოლელთა უპირატესობაზე ლაპარაკი ძნელია: განსაკუთრებულ ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ სეზონში რთული პერიოდი ყოველთვის დგება. შესაძლოა, ეს პერიოდი მათთვის ნოემბერსა და დეკემბერს შორის
დადგა", - ციტირებს მანჩინის "გაძეტა დელო სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 5 /
მანჩინი! ზოგიერთი ჩასაფრებული ვაი "ღრუზინივით" - რატომ ელოდები და რატომ უნდა დადგეს ამ სეზონში "რთული პერიოდი" ნაპოლისათვის? იქნებ პირიქით 4 იანვრის შემდეგ "აღმაფრენა" დაეწყოს ნაპოლის?
გაძეტა დელო სპორტი ამ შემთხვევაში ჩვენი ჟურნალისტებივით ინფორმაციის სიმწირეს განიცდის ალბათ და ამიტომ დაიწყო წინასასეზონო კვარ-ჭორ-ხვიჩულა-ობა.
ფორცა ხვიჩა, კვარა კოჩი! - ჩასაფრებულებს არ ვაჭამოთ შემწვარი კალანდის გოჭი და მოუ...ნ დ...ს პ...ი!
პლეხანოვზე გაზრდილი
03 იანვარი 2023 01:16
17
პლეხანოვზე გაუზრდელი!!!
გურული NEWS !
03 იანვარი 2023 11:47
2
ჯიგარი ხარ, კარგადაც ვიხალისე და ვიცინე. მაგრამ მანჩინის რას რჩი, ზუსტადაც ის დაწერა, რომ ნოემბერ-დეკემბერში ექნებოდა ჩავარდნაო და აწი ისევ ძლიერად ითამაშებსო!
პ.ს. ყველა გუნდს ტოპ ლიგებში, განსაკუთრებით ლიდერებს, წლის განმავლობაში აქვთ ხოლმე ჩავარდნები.ჰო და ნაპოლი გადაახტა ამას!
გილოცავთ ახალ წელს. ბევრი სიხარული მოეტანოს საქართველოსთვის ზოგადად და სპორტში და ფეხბურთში განსაკუთღებით!
alexandre
03 იანვარი 2023 10:43
2
წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის!!!
გულშემატკივარი
02 იანვარი 2023 23:03
1
ანუ ამ სეზონში არ დადგება! ყველას გილოცავთ ახალ წელს!
სწორია!
02 იანვარი 2023 22:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული