„მილანი“ 87-ე წუთამდე 2:0-ს იგებდა, გამარჯვება განაღდებული ეგონა, მოეშვა, დედაქალაქელები კი შტურმზე გადავიდნენ და ფრეს მიაღწიეს.
„მილანი“ 37 ქულით მესამე ადგილზეა, „ნაპოლის“ 7 ქულით ჩამორჩება და 14 იანვარს გასვლაზე „ლეჩეს“ შეხვდება. რაც შეეხება „რომას“, 31 ქულით მეექვსე პოზიციაზე დარჩა და 15 იანვარს „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.
მილანი. „სან სირო“
მილანი - რომა 2:2
გოლები: 1:0 კალულუ (30), 2:0 პობეგა (77), 2:1 როჟერი (87), 2:2 აბრაჰამი (90+3)