"ნაპოლისა" და "რომას" ფანებმა იჩხუბეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 8 იანვარს, "ნაპოლისა" და "რომას" ფანებს შორის უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ამ ორი გუნდის ქომაგები წლებია, რაც ერთმანეთს მტრობენ. სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი" "სამპდორიას" სტუმრობდა, ხოლო "ჯალოროსი" - "მილანს".

RAI News-ის ცნობით, რომაელები მილანში მიდიოდნენ, ნეაპოლიტანელებს კი გეზი გენუისკენ ჰქონდათ."ნაპოლის" გულშემატკივრებმა "რომას" ქომაგებით სავსე ავტობუსს ბოთლებისა და ქვების სროლა დაუწყეს. ჩხუბი სამანქანო გზაზე გაგრძელდა და დაახლოებით რვა კილომეტრის სიგრძის საცობი შეიქმნა.

საბოლოოდ, მხარეების დაშოშმინება პოლიციამ შეძლო. შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" "სამპდორია" 2:0 დაამარცხა, "რომამ" კი "მილანთან" ფრედ, 2:2 ითამაშა.

altსაოცრება "სან

სიროზე" - "რომამ" "ნაპოლის" დიდებული საჩუქარი გაუკეთა

altხვიჩამ უკეთ ითამაშა, "ნაპოლიმ" გაიმარჯვა და "იუვენტუსთან" სუპერმატჩი ელის [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 7 /
ქაჯობის მეტი, არაფერია.
გიორგი
14:49 09-01-2023
3
რაღაც ვერ გავიგე და მართლა ძმურად გთხოვთ ამიხსნათ."მილანი'-ის და "რომა"-ს ფანებმა იჩხუბესო,რომ წამეკითხა გავიგებდი,მაგრამ "ნაპოლი" რა შუაშია ვერ ვხვდები,ან სად გადაეყარნენ ერთმანეთს?ერთი ალთას იყო,მეორე ბალთას.
ენძო
12:40 09-01-2023
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული