RAI News-ის ცნობით, რომაელები მილანში მიდიოდნენ, ნეაპოლიტანელებს კი გეზი გენუისკენ ჰქონდათ."ნაპოლის" გულშემატკივრებმა "რომას" ქომაგებით სავსე ავტობუსს ბოთლებისა და ქვების სროლა დაუწყეს. ჩხუბი სამანქანო გზაზე გაგრძელდა და დაახლოებით რვა კილომეტრის სიგრძის საცობი შეიქმნა.
საბოლოოდ, მხარეების დაშოშმინება პოლიციამ შეძლო. შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" "სამპდორია" 2:0 დაამარცხა, "რომამ" კი "მილანთან" ფრედ, 2:2 ითამაშა.
საოცრება "სან სიროზე" - "რომამ" "ნაპოლის" დიდებული საჩუქარი გაუკეთა
ხვიჩამ უკეთ ითამაშა, "ნაპოლიმ" გაიმარჯვა და "იუვენტუსთან" სუპერმატჩი ელის [VIDEO]