ნახეთ 44 წლის ბუფონის ფანტასტიკური სეივი 91-ე წუთზე? "ინტერმა" "პარმას" ძლივს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის 1/16-ფინალში "ინტერმა" "პარმას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ანგარიში სტუმართა მხრიდან სტანკო იურიჩმა 38-ე წუთზე გახსნა. 88-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი ფრანჩესკო აკერბიმ 110-ე წუთზე გაიტანა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია 44 წლის ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც "ჯუზეპე მეაცაზე" რიგით 50-ე შეხვედრა ჩაატარა. რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, უნდა ნახოთ ჩინებული სეივი 91-ე წუთზე...

ამრიგად, სიმონე ინძაგის შეგირდები მეოთხედფინალში გავიდნენ, 31 იანვარს კი ბერგამოს "ატალანტასა" და "სპეციას" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული