"ვიცოდით, რომ "ჯენოასთან" რთული შეხვედრა გველოდა და ასეც გამოდგა - ამ გუნდის ფეხბურთელები პერსონალურ დაცვას მთელ მოედანზე მიმართავენ. სწრაფი გოლი გავიტანეთ, შემდეგ იმას ვაკეთებდით, რისთვისაც მოვემზადეთ. მთავარი 3 ქულის მოპოვება იყო.
სკუდეტოს მოგება რეალური შესაძლებლობაა. წინ დიდი გზაა, მაგრამ მეტი შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ. მეტი ქულა აღარ უნდა დავკარგოთ, თორემ ლიდერს ვერ დავეწევით," - განაცხადა ლაუტარომ.
18 ტურის შემდეგ
"მილანმა" "ლეჩესთან" ფრეს მიაღწია და "ნაპოლის" 9 ქულით ჩამორჩება
მანჩინი: ვინ მოიგებს სკუდეტოს? - "ნაპოლი" განსაკუთრებულ ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაშია