"ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის სამსახურით პრემიერლიგის სამი გუნდი - "მანჩესტერი", "ნიუკასლი" და "არსენალია" დაინტერესებული, - იტყობინება Il Mattino.
გამოცემის ცნობით, ისინი ზაფხულში 24 წლის ნიგერიელის შეძენას შეეცდებიან. თუმცა, მუდრიკის ტრანსფერის ფასის ("არსენალმა" 70+30 მილიონ ევროდ შეიძინა) და ოსიმენის კარგი თამაშის გათვალისწინებით, 150 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდიან.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ოსიმენი "ნაპოლიში" თავს ბედნიერად გრძნობს და სატრანსფერო ჭორები არ აღელვებს. ასე რომ, ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას ტანდემის დაშლას საფრთხე არ ემუქრება.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ოსიმენი "ნაპოლიში" თავს ბედნიერად გრძნობს და სატრანსფერო ჭორები არ აღელვებს. ასე რომ, ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას ტანდემის დაშლას საფრთხე არ ემუქრება.
ამ სეზონში ოსიმენმა კლუბში ყველა ტურნირზე 17 მატჩში 13 გოლი
გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სეზონური გასამრჯელო კი 4.3 მილიონია.