იტალიის სუპერთასის ფინალში "მილანი" და "ინტერი" ამჯერად საუდის არაბეთში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩი "ნერაძურის" გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.
ანგარიში ფედერიკო დიმარკომ მე-10 წუთზე გახსნა. 21-ე წუთზე ედინ ჯეკომ სხვაობა ორბურთიანი გახადა, 77-ე წუთზე კი ლაუტარო მარტინესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რაც შეეხება სერია A-ს სატურნირო მდგომარეობას, "მილანი" 38 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. შემდეგი ტურის მატჩს 24 იანვარს, "ლაციოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ინტერი" 37 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება, 23 იანვარს კი "ემპოლის" უმასპინძლებს.