ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ენდი კოულმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ვიქტორ ოსიმენის დამატება იდეალური ვარიანტი იქნებოდა.
"ვფიქრობ, რომ ოსიმენი "ნაპოლიში" შესანიშნავად თამაშობს, "წითელი ეშმაკებისთვის" კი გრძელვადიანი პროექტი იქნებოდა. საკითხავი ერთადერთია, არის თუ არა მზად "პარტენოპეი" ნიგერიელი ფორვარდის გასაშვებად.
ის სწრაფია, კარგად იღებს ბურთს, გააქვს გოლები და სწორ, კარგ გადაწყვეტილებებს იღებს. ვნახე მისი თამაში "ლივერპულთან", სადაც მცველების უკან ჩინებულად გარბოდა" - განაცხადა "3 ლომის" ყოფილმა შემტევმა.
შეგახსენებთ, ოსიმენმა "ნაპოლისთან" ერთად 18 მატჩი გამართა და თავი 13 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.