"იუვენტუსი" მკაცრად დასაჯეს - 15 ქულა ჩამოაკლეს და მე-10 ადგილზე დაქვეითდა

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლომ (FIGC) პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "იუვენტუსი" დასაჯა.

პროკურორმა სასამართლოს ტურინული კლუბისთვის 9 ქულის ჩამოკლება შესთავაზა, მაგრამ განაჩენი უფრო მკაცრი გამოუტანეს - 15 ქულა ჩამოაკლეს და მეათე ადგილზე დაქვეითდა.

"იუვენტუსი" გამტყუნებულ იქნა კაპიტალის ხელოვნურად გაზრდის საქმეზე, რომელშიც აგრეთვე "სამპდორია", "პრო ვერჩელი", "ჯენოა", "პარმა", "პიზა", "ემპოლი", "ნოვარა" და "პესკარა" იყვნენ ეჭვმიტანილნი, თუმცა ყველა გაამართლეს.

დაისაჯნენ კლუბის ყოფილი ხელმძღვანელები, რომლებიც ადრე გადადგნენ: ანდრეა ანიელი და მაურიციო არივაბენე 24-24, ფაბიო პარატიჩი 30, ფედერიკო კერუბინი 16, ხოლო პაველ ნედვედი 8 თვით არიან
დისკვალიფიცირებულები.

დისკვალიფიკაცია ვრცელდება იტალიურ ფეხბურთში მუშაობაზე. სასამართლომ უეფასა და ფიფას წინაშე წარადგინა მოთხოვნა, რომ აღნიშნული პირების სასჯელი ამ ორგანიზაციების ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზეც გავრცელდეს.

"იუვენტუს" გამოტანილი ვერდიქტის იტალიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გასაჩივრების უფლება აქვს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 12 /
კიდევ კარგი ხვიჩას ტრანსფერი არ შედგა ამ შეჩვენებულ გუნდში. რა გადარჩა ჩვენი ბიჭი?!
გულშემატკივარი
12:10 21-01-2023
3
ეს გასაგებია იუვნტუსი ერთერთი პირველია გაყიდული თამაშების ორგანიზების სპეციალისტი იტალიაში. მაგრამ მილანს როდის დასჯიან ? ან კბშნიკს რომელმაც 2 გოლი საკუთარ კარში შეაგდო მაგაზე საქმე არ ახიძრება? თუ იტალიაში ახლა მილანს აქ უფლება გაყიდული თამაშები გააკეთოს სანამმეც მიცემენ ნებართვას. აგერ იუვნტუს დაანახეს რო სუპერლიგა კი არა ისევ უკან დააბრუნებენ სერია ბ ში თუ მოუნდათ.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
04:23 21-01-2023
63

სიახლეები პოპულარული