"ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ ოსიმენის აგენტმა იტალიურ გამოცემა RAI-სთან თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიქტორი "პარტენოპეიში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დარჩება.
მისი თქმით, ნიგერიელი ახალ კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააფორმებს, თუ გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება და წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ამ პირობებს აურელიო დე ლაურენტისი.
შეგახსენებთ, ვიქტორი 13 გოლით სერია A-ს ბომბარდირია.