"მილანის" რომაული კოშმარი - "ნაპოლიმ" პირველი წრე 12-ქულიანი უპირატესობით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-19 ტურში „ლაციომ“ საკუთარ მოედანზე „მილანი“ 4:0 გაანადგურა.

მასპინძლები აშკარად უკეთ თამაშობდნენ და პირველი ტაიმი მილინკოვიჩ-სავიჩისა და ძაკანის გოლებით 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ „როსონერი“ გააქტიურდა, შეუტია, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას პედრომ პენალტი მოიპოვა და ტეტერეშანუს კარი ლუის ალბერტომ დალაშქრა. ამითაც არ დაკმაყოფილდნენ რომაელები, მეოთხე გოლი ფელიპე ანდერსონმა გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

„მილანი“ 38 ქულით მე-2 ადგილზეა, ლიდერ „ნაპოლის“ 12 ქულით ჩამორჩება და 29 იანვარს „სასუოლოს“ უმასპინძლებს. რაც შეეხება „ლაციოს“, 37 ქულით მესამე პოზიციაზეა და იმავე დღეს „ფიორენტინას“ დაუხვდება.

ერთი სიტყვით, „ნაპოლიმ“ პირველი წრე 12-ქულიანი უპირატესობით მოიგო, ყველაფერი მის სასარგებლოდ მიმდინარეობს და ძნელი წარმოსადგენია, სკუდეტოში ვინმე შეეცილოს.

რომი. „ოლიმპიკო“
ლაციო - მილანი 4:0
გოლები: 1:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (4), 2:0 ძაკანი (38), 3:0 ლუის ალბერტო (67, პენ), 4:0 ფელიპე ანდერსონი (75)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 16 /
ემპოლიმ ინტერი, ლაციომ კი მილანი გაუყენა კუდიგორის გზას!
ლაშა
02:14 25-01-2023
0
90% სკუდეტო ხვიჩასია!
კვარაშოუ
02:16 25-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული