ვეტერანი ფეხბურთელი ბოლოს სამშობლოში ასპარეზობდა და "ანტვერპენის" ღირსებას იცავდა. ის "სპალთან" 6-თვიან კონტრაქტს გააფორმებს, რა დროშიც 400 000 ევროს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ ნაინგოლანი იტალიაში წლების განმავლობაში ასპარეზობდა, სადაც "პიაჩენცას", "კალიარის", "რომასა" და "ინტერის" ღირსებას იცავდა.