34 წლის ასაკში რაჯა ნაინგოლანი იტალიაში ბრუნდება

AutoSharing Option
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ცნობით, 34 წლის ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი იტალიაში ბრუნდება და თავისუფალი აგენტის სტატუსით სერია B-ს ბინადარ "სპალში" ჩაირიცხება.

ვეტერანი ფეხბურთელი ბოლოს სამშობლოში ასპარეზობდა და "ანტვერპენის" ღირსებას იცავდა. ის "სპალთან" 6-თვიან კონტრაქტს გააფორმებს, რა დროშიც 400 000 ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ნაინგოლანი იტალიაში წლების განმავლობაში ასპარეზობდა, სადაც "პიაჩენცას", "კალიარის", "რომასა" და "ინტერის" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული