კვარაცხელიას ალტერნატივა? - "ნაპოლი" ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას აპირებს

AutoSharing Option
რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ თქვა, რომ პიერლუიჯი გოლინისა და ბარტოშ ბერეშინსკის გადაბირების შემდეგ "ნაპოლის" სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი კიდევ ერთ ტრანსფერზე მუშაობს.

"ნაპოლიმ" შეიძლება იანვარში "ვოლფსბურგის" 24 წლის მარცხენა გარემარბი იოსიპ ბრეკალო შეიძინოს.

ბრეკალო ზაგრების "დინამოს" აღზრდილია, 2016 წელს "ვოლფსბურგში" გადავიდა, საიდანაც ჯერ "შტუტგარტში", შემდეგ კი "ტორინოში" კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით გაანათხოვრეს, მაგრამ იტალიურმა კლუბმა არ დაიტოვა და უკან დაბრუნდა. მისი სამსახურით აგრეთვე "უდინეზეა" დაინტერესებული. ბრეკალომ ხორვატიის ნაკრებში 30 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

დე მაჯოს მტკიცებით,
თუ ტრანსფერი გაიჩარხა, ხორვატი "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას ალტერნატივა იქნება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
სავარაუდოდ უნდა ველოდოთ კვარას გასხვისებას სხვა გრანდ კლუბში.
ტორპედოელი
15:00 29-01-2023
0
თუ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს:-ამ ზაფხულს "ნაპოლი" კვარას სარფიანად გაყიდის, თანაც გაცილებით ძლიერ კლუბში!!!
G.A.L.
11:14 27-01-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული