მოურინიო: "ნაპოლიმ" სკუდეტო უკვე მოიგო - მათ დიბალას დონის ფეხბურთელი არ ჰყავთ

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" მომავალი მატჩის წინ "რომას" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ისაუბრა:

"როგორი "ნაპოლი" იქნება ჩვენს წინააღმდეგ? ისეთივე, როგორც ყოველთვის. მე ვამტკიცებ, მათ უკვე მოიგეს სკუდეტო, თანაც დამსახურებულად. ვულოცავ ნეაპოლელებსა და ლუჩანო სპალეტის, სკუდეტო მოიგეს და ღირსეული გამარჯვებულები არიან. უახლოეს მდევარს 12 ქულით უსწრებენ და არ არის ჩემპიონატზე გუნდი, რომელსაც მათთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. სკუდეტო მათ ეკუთვნით.

თუ ვინმე მეტყვის, რომ "რომა" "ნაპოლისთან" კაპიტულაციას გამოაცხადებს, მე ვუპასუხებ - არა. თუმცა, ჩემპიონატი უკვე მოიგეს.

სერია A-ში დიბალას დონის ფეხბურთელი არ არის. ბევრი კარგი მოთამაშეა,
დიბალას კლასის - არა. რაღაც მომენტში მინდოდა "ტოტენჰემში" გადამეყვანა, მაგრამ კლუბმა ეს ვერ მოახერხა. "ნაპოლისაც" ჰყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებითაც აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა დიბალას დონეს ვერ მიაღწია".

მკითხველის კომენტარები / 29 /
რაც არ უნდა თქვას, პიროვნულად მოგწონთ თუ არა, მის საფეხბურთო ფილოსოფიას იზიარებთ თუ არა, თითზე ჩამოსათვლელია მოურინიოს დარი წარმატებული მწვრთნელები და მისი ტიტულები ცხადყოფს ამას.
ალექს
29 იანვარი 2023 18:36
4
სკუდეტოს მოგება უკვე თითქმის ფაქტად იქცა და ვეღარ უარყოფს! აი დიბალას და ნებისმიერი ფეხბურთელის შეფასება დიდ წილად სუბიექტურია და აქ ფანტაზიებს დიდი გასაქანი აქვს!
დო მაჟორი
29 იანვარი 2023 14:34
0
ვისაც რა უნდა, ის ილაპარაკოს.მთავარია საქმე,ფაქტები.ჩვენ არ გვჭირდება გაზვიადება და გაბუქება.უკვე აშკარაა,რომ ხვიჩა ძალიან ძლიერია და რომ მომატების დიდი პოტენციალი გააჩნია.ვფიქრობ,თავად ისიც არავის ედრება და თავის,ერთადერთსა და განუმეორებელ, საფეხბურთო ხნულს მიუყვება.თავისი უდიდესი ნიჭისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე ის აუცილებლად მიაღწევს უმაღლეს დონეს.ღვთის მფარველობა და წარმატებები არ მოჰკლებოდეს ჩვენს უნიჭიერესსა და იმავდროულად,უაღრესად თავმდაბალ,მოკრძალებულ,ღვთის მოშიშ ბიჭს!
მერაბი
29 იანვარი 2023 12:30
0
აჩმახებს.უხარია თუ არა,-უცნობია.მით უარესი მისთვის.
კოტე
29 იანვარი 2023 12:17
0
მართლაც ძალიან მაგარია დიბალა,მაგრამ ყველაფერს, ბურთი და მოედანი გამოაჩენს.ასე არ არის?ჩვენ, ჩვენი ბიჭის და ნაპოლის იმედი გვაქვს.არც ისინი არიან ჯაბნები და ეს არაერთხელ დაამტკიცეს.მაგარი თამაში რომ იქნება,ამაში დარწმუნებული ვარ და არც გამარჯვებულის ვინაობაა,ძნელი გამოსაცნობი.
სოსო
29 იანვარი 2023 11:44
1
მართლაც ძალიან მაგარია დიბალა,მაგრამ ყველაფერს, ბურთი და მოედანი გამოაჩენს.ასე არ არის?ჩვენ, ჩვენი ბიჭის და ნაპოლის იმედი გვაქვს.არც ისინი არიან ჯაბნები და ეს არაერთხელ დაამტკიცეს.მაგარი თამაში რომ იქნება,ამაში დარწმუნებული ვარ და არც გამარჯვებულის ვინაობაა,ძნელი გამოსაცნობი.
სოსო
29 იანვარი 2023 11:43
1
რა თქვა ახლა ისეთი, რომ გაგიჟდით?კი ბატონო მოვა დრო ხვიჩა გაცილებით მაღალი დონე იქნება ვიდრე დიბალა მარა ჯერ არაა ასე და თავს ნუ მოვიტყუებთ.
გფფ
29 იანვარი 2023 11:16
17
Ბებერი მელა! Ყურადღების მოსადუნებლად თავს ისაწყლებს და საქმით ყველა ხერხს გამოიყენებს გასამარჯვებლად! Ხვიჩას ისევ ბინძური ხერხებით შეჩერებას ეცდება.
Ზაზა
29 იანვარი 2023 11:14
0
არც სპალეტია ნაკლები ტურა :) მოკლედ, მაგარი თამაში იქნება.
irakli81
29 იანვარი 2023 14:08
1
ამისგან, ისიც თამაშის წინ სხვას რას მოველით?! საკუთარ ფეხბურთელს შეაქებს და სხვას დააკნინებს! დღეს ხვიჩა მაგათ წამოიხევს, მაგრამ ასევე დიდია ალბათობა, რომ ბინძური ფეხბურთი ეთამაშონ. ღმერთო ტრავმას გადაარჩინე ჩვენი საამაყო ხვიჩა, იტალიის კვარადონა!
aburjga
29 იანვარი 2023 11:10
0
ეს კაცი არის მაგარი ჩათლახი ფსიქოლოგი, იცის როგორ იმოქმედოს მატჩის წინ მოწინააღდეგე გუნდის წევრებზე... თუ დაუკვირდებით მიხვდებით რომ ეს განცხადება უფრო ტვირთის აკიდებაა ვიდრე გულწრფელი კომპლიმენტი
ილიავარ....
29 იანვარი 2023 10:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული