მოურინიო: "ნაპოლიმ" სკუდეტო უკვე მოიგო - მათ დიბალას დონის ფეხბურთელი არ ჰყავთ

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" მომავალი მატჩის წინ "რომას" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ისაუბრა:

"როგორი "ნაპოლი" იქნება ჩვენს წინააღმდეგ? ისეთივე, როგორც ყოველთვის. მე ვამტკიცებ, მათ უკვე მოიგეს სკუდეტო, თანაც დამსახურებულად. ვულოცავ ნეაპოლელებსა და ლუჩანო სპალეტის, სკუდეტო მოიგეს და ღირსეული გამარჯვებულები არიან. უახლოეს მდევარს 12 ქულით უსწრებენ და არ არის ჩემპიონატზე გუნდი, რომელსაც მათთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. სკუდეტო მათ ეკუთვნით.

თუ ვინმე მეტყვის, რომ "რომა" "ნაპოლისთან" კაპიტულაციას გამოაცხადებს, მე ვუპასუხებ - არა. თუმცა, ჩემპიონატი უკვე მოიგეს.

სერია A-ში დიბალას დონის ფეხბურთელი არ არის. ბევრი კარგი მოთამაშეა,
დიბალას კლასის - არა. რაღაც მომენტში მინდოდა "ტოტენჰემში" გადამეყვანა, მაგრამ კლუბმა ეს ვერ მოახერხა. "ნაპოლისაც" ჰყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებითაც აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა დიბალას დონეს ვერ მიაღწია".

მკითხველის კომენტარები / 29 /
ხვიჩას, აუფრიალეს წითელი ფერი. უნდა დაგლიჯოს ხვიჩამ და ამით ყველას დაუმტკიცოს, რომ მისი სადარი არავინაა იტალიის ჩემპიონატში.
მიდი ხვიჩა, ჩვენი იმედი ხარ!
ღმერთი გფარავდეს, ამინ!
პავლე
04:18 29-01-2023
0
ნუ ეხლა ამ კაცისგან საერთოდ არაფერი მიკვირს. ამაზე დიდი ბოღმა პიროვნება, საფეხბურთო კიარა, მთლიანად სპორტულ სამყაროში არ მეგულება.
ქობულეთიდან
04:26 29-01-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული