მოურინიო: "ნაპოლიმ" სკუდეტო უკვე მოიგო - მათ დიბალას დონის ფეხბურთელი არ ჰყავთ

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" მომავალი მატჩის წინ "რომას" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ისაუბრა:

"როგორი "ნაპოლი" იქნება ჩვენს წინააღმდეგ? ისეთივე, როგორც ყოველთვის. მე ვამტკიცებ, მათ უკვე მოიგეს სკუდეტო, თანაც დამსახურებულად. ვულოცავ ნეაპოლელებსა და ლუჩანო სპალეტის, სკუდეტო მოიგეს და ღირსეული გამარჯვებულები არიან. უახლოეს მდევარს 12 ქულით უსწრებენ და არ არის ჩემპიონატზე გუნდი, რომელსაც მათთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. სკუდეტო მათ ეკუთვნით.

თუ ვინმე მეტყვის, რომ "რომა" "ნაპოლისთან" კაპიტულაციას გამოაცხადებს, მე ვუპასუხებ - არა. თუმცა, ჩემპიონატი უკვე მოიგეს.

სერია A-ში დიბალას დონის ფეხბურთელი არ არის. ბევრი კარგი მოთამაშეა,
დიბალას კლასის - არა. რაღაც მომენტში მინდოდა "ტოტენჰემში" გადამეყვანა, მაგრამ კლუბმა ეს ვერ მოახერხა. "ნაპოლისაც" ჰყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებითაც აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა დიბალას დონეს ვერ მიაღწია".

მკითხველის კომენტარები / 29 /
რაც არ უნდა თქვას, პიროვნულად მოგწონთ თუ არა, მის საფეხბურთო ფილოსოფიას იზიარებთ თუ არა, თითზე ჩამოსათვლელია მოურინიოს დარი წარმატებული მწვრთნელები და მისი ტიტულები ცხადყოფს ამას.
ალექს
18:36 29-01-2023
4
სკუდეტოს მოგება უკვე თითქმის ფაქტად იქცა და ვეღარ უარყოფს! აი დიბალას და ნებისმიერი ფეხბურთელის შეფასება დიდ წილად სუბიექტურია და აქ ფანტაზიებს დიდი გასაქანი აქვს!
დო მაჟორი
14:34 29-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული