სპალეტიმ თქვა, რომ მოურინიოზე ნაწყენია და მათემატიკაში ვერ ერკვევა

AutoSharing Option
დღეს "ნაპოლი" "რომას" უმასპინძლებს. ნეაპოლელთა გუნდის თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრა:

"სერიოზული თამაში გველის, რომლითაც შეიძლება როგორც ტაქტიკურად, ასევე ინდივიდუალურად სიამოვნება მიიღო. სამი ქულა ყოველთვის მონაპოვარია. ჩვენ სხვა გუნდების შედეგებზე დამოკიდებული არ ვართ. მუდამ ერთნაირად უნდა მოვიქცეთ და ყოველდღიურ მუშაობაზე ვიფიქროთ.

ველი პრაქტიკულ და სწორხაზოვან "რომას". მოურინიოს ეხერხება აუხსნას თავის გუნდს, რა უნდა აკეთონ თამაშისას. ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს და არასოდეს არ უნდა ვიფიქროთ, რომ გამარჯვება უკვე ჩვენს ხელთაა. სკუდეტოს შანსები? ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არაა. არ შემიძლია დავითვალო,
რამდენი ქულა გვჭირდება ვადამდე გამარჯვების მოსაპოვებლად. მათემატიკაში ცუდად ვერკვევი და შემიძლია მხოლოდ მარტივი გამოთვლები გავაკეთო: თუ მოვიგებთ, 53 ქულა გვექნება.

"რომა" კარგად განსწავლული გუნდია, რომელიც თავის შესაძლებლობებს შესანიშნავად იყენებს, მათ შორის სტნდარტულებისას. ამაში ეხმარება როგორც ფიზიკური მომზადება, ასევე ჟოზე მოურინიო. ის ჩვენ გვიცნობს და ჩვენ მისი და მისი გუნდის მახასიათებლები ვიცით. ოსტატობის გამოვლინება გვმართებს.

გუნდში ჭკვიანი ბიჭები მყავს, რომლებიც სწორად განკარგავენ თორმეტქულიან უპირატესობას. ყურადღების მოდუნების და საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნის შემცირების რისკი არ არსებობს, ხოლო თუ ვინმეს ეს დაავიწყდება, კვირას მოურინიოს "რომას" პირისპირ დანახვისას, კვლავ იპოვის სწორ განწყობას.

მოურინიოს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ველოდი, რომ დაბადების დღეზე მიმიპატიჟებდა, იმედგაცრუებული ვარ. საჩუქრით მივიდოდი. ის ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც ფეხბურთის საერთო დონეს ამაღლებს. ბრავო, მოურინიო, შენ ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ!"

მკითხველის კომენტარები / 2 /
სპალეტი ჯიგარია, თავისი იუმორით იტალიელი ნოდარ დუმბაძეა. რაც შეეხება მოურინიოს - ამ გვარის ხსენებაზე რატომღაც ჩუგუნოვი მახსენდება.
ვაჟა მასწავლებელი
15:57 29-01-2023
0
არაფერი ზედმეტი.სერიოზული,თავდაჯერებული,საქმიანი,ფიქრიანი,სხვათა პატივმცემელი კაცის ნაუბარი.აშკარაა,რომ ჩვენი ხვიჩა კარგ ხელშია და კიდევ უფრო მოუმატებს,რისი დიდი იმედიცა გვაქვს!
კოტე
10:57 29-01-2023
0

სიახლეები პოპულარული