"ეს ძალიან უსიამოვნო იყო" - როგორ დახვდნენ ნეაპოლში ჩასულ დიბალასა და "რომას" ფეხბურთელებს კვარაცხელიას გუნდის ფანები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
calcionapoli24 აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ნეაპოლის იმ სასტუმროსთანაა გადაღებული, სადაც "რომას" ფეხბურთელები დაბინავდნენ.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ადგილზე იმყოფებოდა ჟურნალისტი მარკო ლომბარდი, რომელმაც თქვა, რომ სასტუმროსთან "პარტენოპეის" 20-მდე გულშემატკივარი იყო, ახალგაზრდა ფანებმა კი "ჯალოროსის" ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

განსაკუთრებით კი ეს გუნდის ლიდერებს პაულო დიბალასა და ტამი აბრაჰამს შეეხოთ.

იტალიური პრესა აღნიშნავს, რომ ეს ძალიან არასასიამოვნო ამბავია, სპორტული დაპირისპირება კარგია, მაგრამ მსგავსი რამ არ შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "რომას" შეხვედრა დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

-31JAN/02/img20230129092940_28b0e.jpg" border="0" alt="alt" title=""ეს ძალიან უსიამოვნო იყო" - როგორ დახვდნენ ნეაპოლში ჩასულ დიბალასა და "რომას" ფეხბურთელებს "ნაპოლის" ფანები [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />მატჩის დღე! ხვიჩა VS დიბალა - მოურინიოს ნათქვამს დიდი გამოცდა ელის!..
მკითხველის კომენტარები / 8 /
ხისთავიანები!ადამიანი მასობრივად ანადგურებს ხეებს და ბუნება,ეტყობა ამით ცდილობს კომპენსაციას.პარასკევს,სილქ უნივერსალზე,გადაცემა "ბურთი და მოედანში",ასეთი რამე გაიხსენეს:თბილისში, ვეტერანთა მატჩზე,ედუარდ სტრელცოვი მოედანზე რომ გამოვიდა,მაყურებელი ფეხზე ადგომით და ტაშის გრიალით შეეგებაო,ლეგენდას.რუსეთში ფეხბურთის თამაშიც კი აუკრძალეს,რამდენიმე წლით,ციხიდან გამოსვლის შემდეგ,თბილისელებმა კი,ვისაც სტრელცოვი,ყოველ მატჩში სისხლს უშრობდა,ასეთი სიყვარულით მიიღეს.გაოცებულს, ცრემლები წასკდაო,თვალებიდან.ჩვენც თანდათან ვკარგავთ ამ სითბოს და ობიექტურობას.იმედია, არა სამუდამოდ.
სოსო
29 იანვარი 2023 11:55
1
შენ მეისპე, გული ამიჩუყე ))
ხვიჩა
29 იანვარი 2023 13:25
2
მხოლოდ სიყვარული დაიტოვეთ გულში
ALONZO
29 იანვარი 2023 17:08
0
კარგი მოედანზე გასაგებია, ემოციებისგან შეიძლება იყვირო და აგინო მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს როცა გოლს გაგიტანენ (ჩემთვის ეგეც მიუღებელია მაგრამ მესმის ემოციის). ასე ქუჩაში რომ ხვდები და მოედნის სივრცის გარეთ აგინებ რა უბედურებაა.
ვინც ამართლებთ, თუ მოგეწონებათ ხვიჩას რო ასე მოექცნენ...
!!
29 იანვარი 2023 20:59
1
ნეტა ოდესმე ადამიანი თუ მივა იმ შეგნებამდე, რომ პატივისცემით მოეპყრას სხვას/ ერთმანეთს.
!!
29 იანვარი 2023 17:45
1
კარგით რა.. ნუ დაიწყეთ დიდაქტიკოსობა. რამოხდა , ფეხბურთია და ეს ემოციები ნორმალურია. აბა რომა რომ გაიტანს ლამაზ გოლს ტაშით უნდა შეეგებონ ? რას იძახით?
ilar10N Youtube
29 იანვარი 2023 19:44
27
ყველაფერს უკიდურესობებში რატომ უყურებთ? ვინ ამბობს ტაშით შეეგებონო.
ტაშით შეგებებას და ქუჩაში გინება-კივილით დახვედრას შორის განსხვავება არაა?
მოგეწონებათ ხვიჩას რო ეგრე უზრდელად მოექცნენ რომას ფანები, ქუჩაში რომ დახვდნენ?
ტაში დაუკრან მის გოლსო არავინ თხოვთ, მაგრამ პატივი უნდა სცენ ფეხბურთელს. ელემენტარულია ეგ.
მოედანზე არ ხდება თან ქუჩაში დახვდნენ, მოედნის სივრცის გარეთ.
ეგ სამარცხვინოა!
!!
29 იანვარი 2023 20:40
0
მზევინარ თვითონ ნუ დიდაქტიკოსობ, იყუჩე.......
liverpool
29 იანვარი 2023 23:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული