მოურინიო: "ნაპოლი" შევაშინეთ, სტადიონი გავაჩუმეთ და გამარჯვებას ვიმსახურებდით

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატზე "ნაპოლისთან" 1:2 დამარცხების შემდეგ "რომას" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ DAZN-ის ეთერში განაცხადა, რომ გამარჯვებას მისი გუნდი იმსახურებდა:

"ჩვენ თამაში თავიდანვე კარგად დავიწყეთ. ოსიმენის გოლის შემდეგ 10-15 წუთის განმავლობაში უსამართლობის განცდა გვქონდა, მაგრამ გუნდი კარგად თამაშობდა, ძალიან კარგად იცავდა თავს, მაღალ პრესინგს მიმართავდა და მეტოქეზე ზეწოლას ახდენდა. არის მატჩები, რომლებსაც წააგებ, თუმცა უფრო თავდაჯერებული ხდები, ვიდრე ადრე იყავი. ეს ისე გაისმის, როგორც ურთიერთგამომრიცხავი, მაგრამ ასეთია ჩემი გრძნობა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც "ნაპოლის" ყველაზე მეტი პრობლემა შეუქმნა და ამან ისინი შეაშინა.
სიჩუმემ დაისადგურა და სტადიონი ცარიელი მოჩანდა.

ბოლოს შეცვლაზე სამი ბავშვი შევუშვი, რომლებიც გასულ წელს ტრიგორიაზე თამაშობდნენ და ამან დიდი სიამოვნება მომანიჭა. ხანდახან ფეხბურთი სამართლიანი არაა, რადგან გუნდი, რომელიც მეტს იმსახურებს, მარცხდება. დღეს ეს ჩვენ დაგვემართა. სახე დამწუხრებული მაქვს, გული კი - სიამაყით სავსე. წინ რთული პერიოდი გველის, კვირაში ორი-სამი მატჩის ჩატარება მოგვიწევს.

დაბადების დღესთან დაკავშირებით სპალეტიმ საჩუქარი გამიკეთა. მადლობა გადავუხადე. ჯერ არ მინახავს, რა არის (პუნჩინელა აჩუქა - დელ არტეს იტალიური კომედიის პერსონაჟის ნახატი). გავიმეორებ, რაც გუშინ ვთქვი - "ნაპოლის" ჩემპიონის ვარსკვლავი აქვს, რომელიც გარკვეულ მომენტებში მათთვის აინთო. ახლა უფრო დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემპიონები გახდებიან.

საკუთარ მოედანს უზარმაზარი ფაქტორი აქვს, მაგრამ ჩვენ გარკვეულწილად რისკიანად ვითამაშეთ. ოსიმენი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ თუ ინგლისში წავა, დამოკიდებულების შეცვლა მოუწევს, რადგან იქ მოკლავენ. სიმულაციას თავი უნდა დაანებოს. აქ ამას ყველა პატიობს".

altრა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "რომასთან" მატჩში

altკვარაცხელიას საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "რომას" სძლია და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

alt"ეს შეუძლებელია" - ხვიჩამ სპალეტი გააბრაზა

alt"დღეს უნდა გავიმარჯვოთ" - "ნაპოლის" ქომაგები დე ლაურენტისს "მარადონაზე" ოვაციებით დახვდნენ [VIDEO]

alt"გეტყვით, როგორ შევაჩერებთ კვარაცხელიას" - რა იდეა ჰქონდა მანჩინის?

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს სულ როგორ წუწუნებს
lsd
30 იანვარი 2023 21:16
0
შეშინება არა,მაგრამ ვაღიარებ-მე მანერვიულეს:)
გაგა
30 იანვარი 2023 19:32
0
ეს ის მაურინიო აღარაა აშკარად! შეშინებით კმაყოფილდება. პენსიაზე ნაადრევად გავიდა !!!/ ჩვენ კი მეორე იტალიის ჩემპიონი გვეყოლება !!!
Vasili
30 იანვარი 2023 14:31
0
ანუ შეაშინა ტიპმა ნაპოლი და ბედნიერია ამითი.
ვაა!
30 იანვარი 2023 13:17
0
მაგრამ ბოლო-ბოლო ჩაჯ-ული დარჩით.
ზაქრო
30 იანვარი 2023 13:05
0
განსაკუთრებული!
Hans
30 იანვარი 2023 11:17
3
ტიპი რა დონის ბოღმაა ხედავთ?
გია პაპა
30 იანვარი 2023 10:33
2
შენც კაი მელა-ძუა ხარ!!!იმსახურებდით მაგრამ ძლიერმა გაიმარჯვა ანუ სპალეტიმ გაგიდო ბაირამდუდუკში 2-ჯერ!!!
gogia
30 იანვარი 2023 10:32
1
როგო ბაქიბუქობს კაცოოო! ეს მალე ზაღპრების წერას დაიწყებს მწვრთნელობას, რომ მორჩება!
მწვრთნელი
30 იანვარი 2023 10:23
2
მოკლედ, ამას რომ უსმინო, მუდამ გამარჯვებას იმსახურებს, მაგრამ ვერ იმარჯვებს.
გივი
30 იანვარი 2023 10:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული