მოკრძალებული ლუჩანო სპალეტი - რა მანქანით მივიდა იტალიელი გუნდის ვახშამზე? [PHOTO]

AutoSharing Option
როგორც გუშინ გაცნობეთ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "რომასთან" გამარჯვების აღსანიშნავად, მთელი გუნდი სავახშმოდ დაპატიჟა, რის გამოც ორშაბათს დაგეგმილი ვარჯიში გაუქმდა.

Areanapoli-ს ცნობით, 71 წლის კინორეჟისორმა ადგილი ნეაპოლთან ახლოს შეარჩია, კერძოდ, სტეიკის რესტორან "ბრასერია ლა ბაიტაში". გამოცემის ინფორმაციით, დანიშნულების ადგილზე ლუჩანო სპალეტი არა ძვირად ღირებული მარკის ავტომობილით, არამედ მოკრძალებული "ფიატ პანდათი" გამოცხადდა.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, 20 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 53 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13 ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 5 თებერვალს "სპეციას"
წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

altკასანო: "კვარა" და ოსიმენი უძლიერესი მოთამაშეები არიან, თუმცა...

altგუშინ "ნაპოლიმ" არ ივარჯიშა - რა საჩუქარი გაუკეთა დე ლაურენტისმა გუნდს?

მკითხველის კომენტარები / 12 /
1200 ლარი მაქვს ხელფასი, 500 ლარამდე საწვავი მიჯდება ყოველ თვე და ვოცნებობ 150 000 დოლარიანი ბმვ მყავდეს :))) ბინაც არ მაქვს ცალკე.. თქვენ კარგად იყავით. პ.ს ცოდვა გამხელილი სჯობსო
ალექსი.90
22:33 01-02-2023
1
არც არის მეტი საჭირო.
საკუთარ მანქანაში დიდი თანხის გადახდა არ არის გამართლებული, თუ იმ მანაქანას შემოსავალი არ მოაქვს.
ისე მაინც
16:14 01-02-2023
12

სიახლეები პოპულარული