ლუჩანო სპალეტი სერია A-ს იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი სერია A-ს იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

"პარტენოპეის" თავკაცმა აღნიშნული ჯილდო 2022/2023 წლის სეზონში მეორედ მოიპოვა.

იანვრის თვეში ნეაპოლელებმა 5 მატჩი გამართეს, მათგან 4-ჯერ იმარჯვეს, ხოლო ერთხელ "ინტერთან" დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, 20 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 53 ქულით სერია A-ს სატურნირო
ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13 ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 5 თებერვალს "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

altმოკრძალებული ლუჩანო სპალეტი - რა მანქანით მივიდა იტალიელი გუნდის ვახშამზე?

[PHOTO]

alt"ეს შეუძლებელია" - ხვიჩამ სპალეტი გააბრაზა

მკითხველის კომენტარები / 1 /
Gasakviri is aris rom meorejer moigo mxolod ..
L.J .
00:02 04-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული