"ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი მხოლოდ მას აქვს" - სპალეტის პრესკონფერენცია "სპეციასთან" მატჩამდე

AutoSharing Option
ხვალ, 5 თებერვალს თბილისის დროით 15:30 საათზე, სერია A-ს 21-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სპეციას" ესტუმრება. "პარტენოპეის" თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

"რთული მატჩი გველის, "სპეციას" ქულები სჭირდება, ამ ქალაქში ფეხბურთი ძალიან უყვართ, ამიტომ მძიმე თამაში იქნება. გულშემატკივრებისგან სიყვარულს ყოველდღე ვგრძნობთ, ისინი მუდამ ჩვენს გვერდით არიან.

იანვრის თვეში ყურადღება ვარჯიშის ხარისხზე გავამახვილეთ და საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ბევრი ვიმუშავეთ. ვართ თუ არა სკუდეტოს მოგების ფავორიტები? არის რაღაცები, რისთვისაც ჯერ არ მიგვიღწევია, სრული კონცენტრაცია და პროფესიონალიზმი გვმართებს.

ოსიმენმა
104 თამაშში თავით გატანა მხოლოდ 7-ჯერ მოახერხა, ჩემი მოსვლის შემდეგ კი ამის გაკეთება 12-ჯერ შეძლო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი წასვლის შემდეგ იგი თავით 25 გოლს გაიტანს, ნიგერიელს დიდი პოტენციალი გააჩნია და იცის, რომ ამის გაკეთებას შეძლებს.

ხვალინდელი შემადგენლობა? დანამდვილებით გეტყვით, რომ ოსიმენი თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს" - განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 53 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს და უახლოეს მდევარს "ინტერს" 13 ქულით უსწრებს, "სპეცია" კი 18 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.

altლუჩანო, ნომერ პირველი ხარ" - სპალეტის მოულოდნელი პასუხი ქომაგს [VIDEO]

altლუჩანო სპალეტი სერია A-ს იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ოსიმენს 6 გოლი მარტო ხვიჩას პასებით აქვს გატანილი, ამას იმიტომ კი არ ვამბობ რადგან ხვიჩას თავგადაკული გულშემატკივარი ვარ (მართლა მასე ვარ), როგორც ობიექტური შემფასებელი ისე ვამბობ, ხვიჩა ამარაგებს მაგრად, ზოგადად მართლა კარგი შემსრულებელია ოსი ბაზაეი არაა, მაგრამ ხვიჩა ხვიჩაა
ირაკლიუსი
01:28 05-02-2023
6
ხვიჩამ ფორმის პიკს აინტრახტისთვის უნდა მიაღწიოს,და ვარჯიშებით,ძალების განაწილებით ამისკენ მიდის.იტალიაში ყველაფერი გარკვეულია.ლიგა დარჩა და ევროპის პირველ სეზონში დუბლი.სწორი და ჭკვიანურია.ჯანმრთელობა და წარმატებები!!!
ნუკრი
23:02 04-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული