"ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი მხოლოდ მას აქვს" - სპალეტის პრესკონფერენცია "სპეციასთან" მატჩამდე

AutoSharing Option
ხვალ, 5 თებერვალს თბილისის დროით 15:30 საათზე, სერია A-ს 21-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სპეციას" ესტუმრება. "პარტენოპეის" თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

"რთული მატჩი გველის, "სპეციას" ქულები სჭირდება, ამ ქალაქში ფეხბურთი ძალიან უყვართ, ამიტომ მძიმე თამაში იქნება. გულშემატკივრებისგან სიყვარულს ყოველდღე ვგრძნობთ, ისინი მუდამ ჩვენს გვერდით არიან.

იანვრის თვეში ყურადღება ვარჯიშის ხარისხზე გავამახვილეთ და საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ბევრი ვიმუშავეთ. ვართ თუ არა სკუდეტოს მოგების ფავორიტები? არის რაღაცები, რისთვისაც ჯერ არ მიგვიღწევია, სრული კონცენტრაცია და პროფესიონალიზმი გვმართებს.

ოსიმენმა
104 თამაშში თავით გატანა მხოლოდ 7-ჯერ მოახერხა, ჩემი მოსვლის შემდეგ კი ამის გაკეთება 12-ჯერ შეძლო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი წასვლის შემდეგ იგი თავით 25 გოლს გაიტანს, ნიგერიელს დიდი პოტენციალი გააჩნია და იცის, რომ ამის გაკეთებას შეძლებს.

ხვალინდელი შემადგენლობა? დანამდვილებით გეტყვით, რომ ოსიმენი თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს" - განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 53 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს და უახლოეს მდევარს "ინტერს" 13 ქულით უსწრებს, "სპეცია" კი 18 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.

altლუჩანო, ნომერ პირველი ხარ" - სპალეტის მოულოდნელი პასუხი ქომაგს [VIDEO]

altლუჩანო სპალეტი სერია A-ს იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

მკითხველის კომენტარები / 12 /
აურელიოს უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს ოსიმენის გაყიდვა. ამიტომ ლუჩანოს მისცა მითითება ოსიმენი ხმამაღლა აქოს და ფეხბურთელებს დაავალოს, რომ საგოლე პასები მიაწოდონ ოსიმენს.
ქ. გ.
17:24 04-02-2023
21
სად სწერია რომ მხოლოდ ოსიმენი ?
ზაქრო
16:24 04-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული