"ინტერმა" "მილანს" სძლია და "ნაპოლისთან" 13-ქულიანი ჩამორჩენა აღადგინა

AutoSharing Option
სერი A-ს 21-ე ტურში „ინტერმა“ „მილანი“ ლაუტარო მარტინესის მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.

ლაუტარომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კლუბში 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

„ინტერი“ 43 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ნაპოლის“ 13 ქულით ჩამორჩება და 13 თებერვალს გენუაში „სამპდორიას“ დაუპირისპირდება. 38 ქულით მეექვსე პოზიციაზე მყოფი „მილანი“ კი 10 თებერვალს „ტორინოს“ მიიღებს.

. "მილანმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი საერთო ანგარიშით 2:13 წააგო.

მილანი. „სან სირო“
ინტერი - მილანი 1:0
გოლი: მარტინესი (34)

მკითხველის კომენტარები / 1 /
არაუშავს, მარადონაზე "გაუკეთებს" ნაპოლი საჩუქარს!...
ლაშა
02:20 06-02-2023
0

სიახლეები პოპულარული