"იუვენტუსისა" და "რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლონელმა ზბიგნევ ბონეკმა, რომელიც ამჟამად უეფას ვიცე-პრეზიდენტია, Web Radio/Tv-ის პროგრამა Vikonos-ში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა, სადაც მისი სამი თანამემამულე ასპარეზობს (ჰუბერტ იდასიაკი, ბარტოშ ბერეშინსკი და პეტრ ზელინსკი):
"ნაპოლი" ახლა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ არ შეიძლება "აინტრახტი" სათანადოდ არ შეაფასონ. მისი დამარცხება რთულია, ძლიერი და ხისტი გუნდია. სიფრთხილე მართებთ, თუმცა, თუ თავიანთ ფეხბურთს ითამაშებენ, მათთან სერიოზული პრობლემები არ უნდა შეექმნათ.
"ნაპოლის" შეუძლია ასევე გააგრძელოს თამაში და შორს წავიდეს. რატომ არ უნდა სცადონ ჩემპიონთა ლიგის მოგება? ვფიქრობ,
"ნაპოლი" "რეალზე" უკეთ თამაშობს. ისინი მატჩებს დომინანტურ სტილში იგებენ და არა დაცვაში ჩამდგრები, კონტრშეტევებით. ისინი უბრალოდ თამაშს წარმართავენ".