ოსიმენი გაფრინდა და რონალდოს რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა რონალდოს რეკორდი დაამხო.

ოსიმენი სერია A-ს ბოლო ტურში "სპეციასთან" მატჩში პირველი გოლის გატანისას 2.58 მეტრზე ახტა, რაც ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ნიგერიელმა "სპეციასთან" დუბლი შეასრულა და ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით გაიტანა.

აქამდე რეკორდი რონალდოს ეკუთვნოდა, რომელიც "იუვენტუსში" თამაშისას "სამპდორიასთან" შეხვედრაში 2.56 მეტრზე ახტა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
სამაგიეროთ რონალდუს 154 ბურთი აქვს თავით გატანილი.იმას რომ ვერავინ დაამხობს სანამ ახალი ნიჭიერუ მფრინავი არ გამოჩნდება ნათელია.
ასეა ეს
20:59 09-02-2023
2
ვაა ეს როგორ ?? თუ 2-58 ზე ხტება მსოფლიო რეკორდი 2-45 ლამის 30 წელია არავის გააუუმჯობესებია და წავიდეს ოლიმპიადაზე ნიგერიას ოქროს მედალი დაუთრიოს DD
zura222
16:07 09-02-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული