რა რეაქცია ჰქონდა სპალეტის "კვარას" ზღაპრულ გოლზე?

AutoSharing Option
სერია A-ს 23-ე ტურში "ნაპოლი" "სასუოლოს" ეთამაშება.

მატჩის მე-12 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეი" ბრწყინვალე გოლით დააწინაურა. ქართველმა შემტევმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, რამდენიმე მოწინააღმდეგე ჩამოიტოვა და მეკარისგან დაბალ მარჯვენა კუთხეში შეაგორა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

გავრცელდა ფოტო, რომელშიც გადმოცემულია ლუჩანო სპალეტის ემოცია "კვარას" გოლზე.


მკითხველის კომენტარები / 21 /
ამ წუთას საქართველოში 2 ტალანტია კვარა და ჩაკვე და რამდენიმე კარგი ფეხბურთელი. ამ ფეხბურთელებით შეიძლება ევროპაზე მოვხვდეთ
ირაკლი
18 თებერვალი 2023 17:25
2
მამარდაც... ამათ საშუალო დონის ერთ მუშტად შეკრული გუნდი თუ დაემატა და ცოტა იღბალი, აუცილებლად ითამაშებს ეს ნაკრები დიდ ტურნირზე, მუნდიალზე ან ევროზე
ავიმუსაიფი
21 თებერვალი 2023 13:48
0
მამარდაც
ზურა
18 თებერვალი 2023 19:01
1
ყველა გამოხმაურება
ეს კაცი იშვიათად იღიმება - და აქ მისი კმაყოფილი სიცილი მე მგონი მისი უკიდურესი გაოცების და კმაყოფილების გამომხატველია, დაახლოებით ამ ფრაზით - "ეს რა გააკეთაო, ამ ოხერმაო" :) მართლაც, კლასიკა რამეებს აკეთებს კვარა უკვე, ისეთი გათვლილი შეგორებებით გააქვს გოლები.
gega
18 თებერვალი 2023 15:18
0
ცოტაც და ორ გიჟს მესამეც დაემატება სპალეტის სახით
ზაზა
18 თებერვალი 2023 14:52
0
ასე, შე კაცო! ძლივს არ გაიღიმა?!
კირკიტა
18 თებერვალი 2023 14:00
0
აქ გამოთქმულ აზრებს ვეხმაურები. მე პირადად ძალიან დამაკლდა ხვიჩას 3 კაციანი დრიბლინგები!
aburjga
18 თებერვალი 2023 11:16
4
პასი უნდა მიგეცა ოსიმენზეო ეტყოდა მაინც ტაიმის მერე
რეზო
18 თებერვალი 2023 10:43
6
ამ დროს ოსიმენმა წაიღო მცველების ყურადღება ეგრევე თავისკენ და კვარას მისცა არჩევანის საშუალება
კაპიტან გარდენბურგი
19 თებერვალი 2023 03:03
0
აპირებდა მართლა,ორჯერ გახედა დარტყმამდე ოსიმენს კვარამ და რომ ვერ გაიხსნა კარგად კი შეაგორა ბურთი.
tazo
18 თებერვალი 2023 11:32
0
კომენტარებს გადავხედე და უცნაური კომენტარებია,თურმე მართალი ყოფილა სპაგეტი,როცა აკრიტიკებდა კვარას,თურმე კვარა შექმნა ლუჩიანომ და ა.შ. ტყუილია მეგობრებო ეგ ამბავი,კვარა არ იმსახურებდა კრიტიკას და მით უფრო დაცვაში სირბილის ან პასების არ გაკეთების გამო. მით უფრო ცუდია,როცა მწვრთნელი კაცი საჯაროდ აკრიტიკებს ფეხბურთელს. რამდენი დააშავა პოლიტანომ და ერთხელ არ უთქვამს აუგი მასზე,ხოლო კვარაზე საუბრობდა და აკრიტიკებდა,ყელში ქონდა ამოსული გაუთავებელი საუბარი ჩვენებურზე და უაზრობებს აბრეხებდა.რაც შეეხება იმას რო სპალეტიმ შექმნა კვარა,არის მორიგი სისულელე და თითიდან გამოწოვილი ამბავი. კვარა სულ ეგეთი იყო,მარა რუსულ ყინვაში ვერ ავლენდა თავის დონეს,თან გუნდმაც ხელი უნდა შეგიწყოს. ამ ნაპოლიში ყველა მოხოდილია და ყველა თავის პრაიმ ფორმაშია,რაც უადვილებს ბევრ რამეს ჩვენებურს. რა გგონიათ,მესის რო რუსულ ყინვაში ებურთავა,იქნებოდა ეგეთი მაგარი იქ? ჩემი აზრით,ვერ იქნებოდა და არც იქნებოდა გასაკვირი. ასევეა კვარაც,ყინვაში და ბანძ გუნდში იყო,ვერ ახერხებდა კლასის გამოვლენას და ახლა იმის მტკიცება,რომ სპალეტიმ მიიყვანა ამ დონემდე არის სიცრუე. ნაპოლიმდე არ იყო,შვედეთი რო ათრია,ესპანეთს რო თხარა ან იტალიის შემარცხვენელ მაკედონიას? თუ ეს ასე არ იყო მითხარით. შეიძლება ვიღაც იტალიელმა არ იცის,მარა ჩვენ,ქართველებმა ხო ვიცით,რა ნიჭის პატრონი იყო და არის. მსგავს კომენტარებს ისეთი ხალხი წერს,რომლებმაც ახლა დაიწყეს ამ ბიჭის ყურება და ზოგმა ფეხბურთი ახლა გაიგო რა არის. ჩვენ,იმ ხალხს,ვინც თავიდანვე ადევნებდა თვალს ამ ბიჭს,არაფერი გასაოცარი არ მომხდარა,ლოგიკური სვლა გააკეთა ხვიჩამ და არც მიკვირს მისი წარმატება.სიმართლე ვთქვა,კვარას ესეთი წამრატება არ გამკვირვებია,მაგრამ მიკვირს ზურიკო დავითაშვილის თავისი ნიჭის ვერ გამოვლინება. კიდევ ერთ სიმართლეს გეტყვით,ზურიკო უფრო დიდ ფეხბურთს რო ითამაშებდა,ვიდრე კვარა ამაში დარწმუნებული ვიყავი,რადგან ახალგაზრდულში ძალიან მაგრა უბერავდა ზურიკო. არ ვიცი,რა არის ამის მიზეზი და რატომ ვერ მოიხოდა,მარა ნიჭიერია უდაოდ. კვარას არ ეწყინება და ზურიკო მასზე ნიჭიერია,უნდა მოიხოდოს ისიც. ეს ორი,იქეთ ბუდუ და მიქაუტაძე,დაცვაში ლოჩოშვილი,მამარდა,ცენტრში მექვაბიშვილი და კიტე(იმედია ჯამრთლელად იქნება),რაც იმედის საფუძველს აჩენს. მგონი მოდის ის ნანატრი დრო,როცა ბევრი უნდა გავამწაროთ,დიდი იმედი მაქვს რო ეს გამწარებული ესპანეთი იქნება და ნორვეგია უნდა ამოვისვათ თავისი ჰალანდით.

პ.ს. ირაკლიმ იკითხა,რას ნიშნავს წითელი ლაქა ლოყაზე,ეს არის აქცია ქალთა ძალადობის წინააღმდეგ,რომელსაც სერია ა ყოველ წელს ატარებს.
ჰუსეინ ჭინჭარაძე(ჰუსო)
18 თებერვალი 2023 10:21
14
მესი და ტავესი (გეცნობათ გვარი?) პრაქტიკულად ერთდროულად გამოჩდნენ საფეხბურთო სამყაროს თვალსაწიერზე. მყავდა ერთი არგენტინელი კოლეგა, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტავესი გენიოსია და მესი მასთან ახლოსაც ვერ მივა... როდესაც ზურიკოზე იძახით რომ ხვიჩაზე ნიჭიერია, თქვენც იგივე შეცდომას უშვებთ. მაპატიეთ და ბოლომდე არ გესმით ფეხბურთი. ავიღოთ თუნდაც ნეაპოლის მოთამაშეები, ლოსანო, ნაპოლიტანო, ელმასი. შესანიშნავად ათრევენ ბურთს, აქვთ ბრწყინვალე ტექნიკა, მაგრამ მარტო ელმასზე კიდე შეიძლება თქვას კაცმა, რო კარგ ფეხბურთს თამაშობს. აი, ხვიჩა, ოსიმენი და მე ვიტყოდი ასევე ლობოდკაც და კიმიც კი დიდ ფეხბურთს თამაშობენ. და ამათ შორის, რათქმაუნდა, ხვიჩა განსაკუთრებულია, ძალიან დიდი ტალანტია!
გიგლია
18 თებერვალი 2023 14:34
1
ეტყობა არც შენ კითხულობ,ამ საიტზე გამოქვეყნებულ მასალებს,თორემ იქ ითქვა,რომ ნაპოლი,3 წელი აკვირდებოდა კვარას და შესაბამისად,რა შეეძლო,ძალიან კარგად იცოდნენ.ისედაც,10 მილიონს,არავინ გადაიხდის,სრულიად უცნობ ფეხბურთელში.რასაც სპალეტი აკეთებდა,ეგეც ძალიან სწორი იყო,რადგან ახლად მოსული ფეხბურთელი,ყველასათვის უცნობი საქართველოდან,ნაპოლის ფეხბურთელებისათვის,პირდაპირ ავტორიტეტის სახით ვერ მივიდოდა.პირიქით,ისინი თვლიდნენ თავს ვარსკვლავებად,მასთან შედარებით.კვარას რომ პირდაპირ მარკების აწევა დაეწყო,უბრალოდ გარიყავდნენ ფეხბურთელები და არც მის მიერ დაკარგულ ბურთებზე დაიწყებდნენ სირბილს.წუხანდელ თამაშშიც,.ერთ მომენტში,კვარა საკუთარ კარამდე ჩამოჰყვა,მეტოქეს და ძალიან სახიატო ჩამოწოდება კუთხურზე გადააგდო.აწორედ ასე მოიპოვება ავტორიტეტი და მტკიცდება გუნდური სული,როცა ყველა,ყველას ეხმარება და საქმეც, გაცილებით იოლად კეთდება.სპალეტი,ლოსანოს ვერ მოსთხოვს იმდენს,რამდენსაც კვარაცხელიას,რადგან მის შესაძლებლობებს აღემატება.ხვიჩაზე კი,არაერთ სპეციალისტს განუცხადებია,რომ ჯერ შესაძლებლობების ზღვარი არ უჩანს.აქამდე სულ ვთვლიდით,რომ კვარა,ბრწყინვალე დრიბლიორია,მაგრამ ვუყურებ მის თამაშს და სისწრაფე რომც დაკარგოს,მას ისეთი ტექნიკა და მოედნის ხედვა აქვს,რომ დიდებული გამთამაშებელი მაინც დარჩება.ეს კი ნიშნავს,რომ თუ რაიმე(ღმერთმა დაიფაროს!)მძიმე ტრავმა არ შეემთხვა,ძალიან სოლიდურ ასაკამდე შესძლებს, მაღალი დონის ფეხბურთის თამაშს.ნებისმიერი კარგი ორგანიზატორი,ქვეშევრდომისაგან ისეთ რამეს ითხოვს,რისი გაკეთებაც მას შეუძლია,ხვიჩას კი ძალიან ბევრი შეუძლია და ამიტომ,მოთხოვნაც გაცილებით მეტია.
სოსო
18 თებერვალი 2023 13:20
0
ყველა გამოხმაურება
ოსიმენს რომ უფრო წარმატებული დღე ჰქონოდა, მაშინ კვარა მინიმუმ ორი გოლის და ორი საგოლე გადაცემის ავტორი იქნებოდა, არა უშავს ეგ დროც მალე დადგება!!!
ლეო
18 თებერვალი 2023 10:17
0
წითელი ხაზი სახეზე რას ნიშნავს? ყველას ქონდა მგონი
ირაკლი
18 თებერვალი 2023 09:03
1
კარგია რომ მწვრთნეშლიც გაუმართლა ოქროს ბიჭს.მაგარი გუნდი გააკეთა ამ კაცმა.კვარა,ხო ევასება და ევასება.ხომ მართალი ყოფილა დასაწყისში შენიშვნებს რომ აძლევდა და ბევრმა ჩვენთანაა გიმებით რომ აიკლო.დაცვაშიც როგორ თამაშობს ეხლა და წინაც უფრო მობილური გახდა.მწვრთნელს დიდი ნნიშვნელობა აქვს ნიჭის განვითარებაში.
კახა ქ.
18 თებერვალი 2023 07:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული