"სპეციას" ახალი მწვრთნელი ჰყავს - მიზანი სერია A-ში დარჩენაა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს ბინადარმა "სპეციამ" გვაუწყა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელად ლეონარდო სემპლიჩი დაინიშნა და მასთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

იმ შემთხვევაში, თუ კლუბი უძლიერესთა შორის ადგილს შეინარჩუნებს, შრომითი ხელშეკრულება ავტომატურად 2025 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

"სპეციას" იტალიის ჩემპიონატში ახლა 19 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 საფეხურითაა მოცილებული.

რაც შეეხება სემპლიჩის, ის ბოლოს "კალიარის" ავარჯიშებდა, საიდანაც 2021 წელს წავიდა, იქამდე კი "სპალის", "პიზასა" და არაერთი იტალიური გუნდის დამრიგებელი გახლდათ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული