ჟირუმ თავის მომავალზე ისაუბრა - რჩება თუ არა ფრანგი "მილანში"

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ თავის ამჟამინდელ გუნდში დარჩენა სურს.

"მინდა, რომ მომავალი სეზონიც "სან სიროზე" გავატარო, კლუბთნ კონტრაქტის გახანგლძრივებაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი წარმატებული იქნება", - უთხრა ვეტერანმა ფრანგმა DAZN-ს.

მიმდინარე სეზონში 36 წლის ჟირუმ სერია A-ში "მილანის" ფორმა 21 შეხვედრაში მოირგო, სადაც 7 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული