ვიერი: "ინტერი" სერია A-ს საუკეთესო გუნდია

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ Bobo Tv-ის ეთერში "ინტერის" შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ნერაძური" სერია A-ს საუკეთესო გუნდია.

"ინტერი" იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო გუნდია. სერია A-ში ისეთი ფეხბურთელები არავის ჰყავს, როგორებიც რომელუ ლუკაკუ, ედინ ჯეკო და ლაუტარო მარტინესი არიან. "ნერაძურის" ძლიერი სათადარიგოთა სკამიც ჰყავს, მათგან ბევრად მეტს ველოდები.

"ინტერს" ამ წელს არც ერთი თამაში არ უნდა წაეგო, ბევრი ქულა დაკარგეს. მიუხედავად ამისა, "ნერაძური" საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ "ნაპოლისგან" ასე შორს არ იყოს" - განაცხადა ვიერიმ.

შეგახსენებთ, "პარტენოპეი" სერია A-ს
სატურნირო ცხრილში 65 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "ინტერი" კი 47 ქულით მეორე ადგილზეა.

alt"იმ ღამით ბერლინში ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ მე რაღაც მაინც არ მაძლევდა მოსვენებას" - ფრაგმენტი კრისტიან ვიერის ცხოვრებიდან

altკრისტიან ვიერი: თავდამსხმელი რომ იყო, საკმარისია, "ინსტაგრამი" კარგად მართო

მკითხველის კომენტარები / 23 /
ეს როგორც პიროვნება (და არა როგორც ფეხბურთელი) რა ***-ც იყო, იგივე დარჩა
fani
22:10 02-03-2023
0
ინტერი საუკეთესო იყო კალჩოპოლის მერე წლებში, კონკურენტები რომ აღარ ყავდა, ისე ბოლო იტალიური კლუბი კი არის ვინც ლიგა მოიგო...... ჯერ ჯერობით...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული